თარიღი: 06 ივნისი 2019 21:11:47
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე მედიით გავრცელდა ჯერ კიდევ არასაჯარო დოკუმენტის პოლიტიკურად ინტერპრეტირებული ვერსია და გამოითქვა მოსაზრება, თითქოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.