თარიღი: 26 სექტემბერი 2017 10:23:00
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში საბერძნეთის ელჩი დიმიტრიუს კარაბალისი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, გოჩა ლორთქიფანიძე, მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე. თეა წულუკიანმა საბერძნეთის ელჩთან საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და მრავ