თარიღი: 11 ოქტომბერი 2019 11:22:08
2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“  გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა  სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6  მუხლის მე-2 პუნქტი) და  სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.&nb
თარიღი: 11 ოქტომბერი 2019 12:04:02
2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი სრულად მიუღებლად ცნო დაუსაბუთებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანმა ვერ დაადასტურა მის მიმართ  საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი).საქმე
თარიღი: 15 ოქტომბერი 2019 17:36:51
ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სამართლებრივი პოლიტიკა, კანონის უზენაესობისა და პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ელმმართველობა, ღია და გამჭვირვალე მთავრობა, სერვისების ხელმისაწვდომობა, მათ შორის, მაღალმთიან და რაიონული ცენტრებისაგან მოშორებულ სოფლებში − ეს იმ მიღწევების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ვიცეპრემიერი,
თარიღი: 16 ოქტომბერი 2019 11:14:06
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა, სომეხ კოლეგა რუსთან ბადასიანთან გაცნობითი ხასიათს შეხვედრა გამართა. საუბრის თემა იუსტიციის სფეროში საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობა იყო. მხარეებმა ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც წელს ერევანში ჩატარდება. ფორუმი ქართულ-სომხური ურთიერთობის წარმატებული ფორმატია და
თარიღი: 16 ოქტომბერი 2019 13:10:17
 იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე პრევენციის ეროვნული მექანიზმების დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ეფექტური ნაბიჯები, პენიტენციური სისტემის რეფორმის ახალი ტალღა − ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც მინისტრის მოადგილემ კონფერენციაზე ისაუბრა. &nbs
თარიღი: 17 ოქტომბერი 2019 15:00:03
16 ოქტომბერს სვანეთში, სოფელ ფარის ახალგაზრდულ ცენტრში, იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის თანამშრომელმა ნინო ლობჯანიძემ ჩაატარა შეხვედრა თემაზე „ევროკავშირი და საქართველო“. განსახილველ თემებს წარმოადგენდა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროინტეგრაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის. ტრენინგს ესწრებოდნენ ფარისა და მაზერის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწ
თარიღი: 17 ოქტომბერი 2019 16:59:10
საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდიდან 5 300 000 ლარი გამოუყო. თანხა იმ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის დაწყებას მოხმარდება, რომელთა სატენდერო დოკუმენტაციაც რამდენიმე ხანია, მზადაა ან დასრულების პროცესშია. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო წელსვე შეძლებს, დაიწყოს იუსტიციის სახლების მშენებლობა წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში.
თარიღი: 20 ოქტომბერი 2019 13:00:24
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის დღე პირადად მიულოცა იუსტიციის სისტემის თანამშრომლებს. პროფესიული დღესასწაული იუსტიციის სისტემის წარმომადგენლებმა იუსტიციის სახლის ხონის ფილიალში აღნიშნეს.იუსტიციის დღის ოქტომბრის თვეში აღნიშვნა საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და 1918 წლის 11 ოქტომბერს უკავშირდება. სწორედ 11 ოქტომბრის კანონით, დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტრ
პირველი წინა 371 372 373 374 375 შემდეგი ბოლო