თარიღი: 18 თებერვალი 2019 12:00:05
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და „GIZ“-ის სამართლის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან ქართული კანონმდებლობის დაახლოება ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების  შეთანხმების ფარგლებში ეკისრება.  იუსტიცი
თარიღი: 21 თებერვალი 2019 00:00:00
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის  საზოგადოებრივ ცენტრში მოქმედ ინგლისური ენის კლუბს ეწვივნენ და ინგლისური ენის გაკვეთილს დაესწრნენ. გაკვეთილის დასრულების შემდეგ მინისტრმა და გაერთიანებული სამეფოს ელჩმა სწავლის ტრენერებსა და კურსის მსმენელებთან სწავლებ
თარიღი: 22 თებერვალი 2019 10:00:06
2019 წლის 21 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ ორ ახალ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეში − „გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა, ხოლო საქმეში − „მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ − ასევე, წამების
თარიღი: 22 თებერვალი 2019 10:57:22
კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე − მიმდინარე წლის 21 თებერვალს ქ. ვენაში საქართველო საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად აირჩიეს. საერთაშორისო ორგანიზაციას და, ამავე დროს, უმაღლესი განათლების ინსტიტუტს, რომლის მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით  არსებული გამოწვევების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიკაცია და მსოფლიოს მასშტაბით სფეროს პროფესი
თარიღი: 25 თებერვალი 2019 00:00:00
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში 64-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. აღნიშნული ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთოთხმეტეა.ადგილობრივი მოსახლეობა ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით უმოკლეს დროსა და კომფორტულ გარემოში მიიღებს 200-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო სერვისს.გახსნის ცერემონიის პარალელურად, სოფელი საწირეს საზოგადოებრივ ცენტრში, სპეციალურ სივრცეში, სა
თარიღი: 04 მარტი 2019 05:00:00
 იუსტიციის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს ყოფილ პატიმართა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების, N2 და N11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რესოციალიზაციას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს, აღნიშნული სამიზნე ჯგუფისათვის არასასურველი ტატუს მოშორება, რათა მოხდეს მათი დაბრუნება საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრებად.    ლოტი #
თარიღი: 12 მარტი 2019 17:32:16
სამოქალაქო დავების ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით, სწრაფად და ეფექტიანად მოსაგვარებლად მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისთვის მყარი საკანონმდებლო ჩარჩო იქმნება. იუსტიციის სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.მედიაციის წახალისებისა და მისთვის პირობების შექმნისათვის კანონპროექტი განსაზღვრა
თარიღი: 19 მარტი 2019 10:55:47
საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ვენაში მიმდინარე გაერო-ს ნარკოტიკების კომისიის 62-ე  სესიასა და მინისტერიალში მონაწილეობს.გოჩა ლორთქიფანიძე სიტყვით გამოვიდა კომისიის სხდომაზე. მინისტრის მოადგილემ  ხაზი გაუსვა ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის მზარდ საშიშროებას, რაც საერთაშორისო საზოგადოების საერთო წუხილს წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა,
პირველი წინა 91 92 93 94 95 შემდეგი ბოლო