თანამდებობის დასახელება:  მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
 
სამუშაო პოზიციის დასახელება: ანალიტიკური დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება  და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).
კატეგორია: იურიდიული და ანალიტიკა
თანამდებობრივი სარგო: 900 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამართლებრივ და ანალიტიკურ კვლევებში მონაწილეობა;
  • ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, მათ შორის, სხდომების, შეხვედრების, პრეზენტაციების ორგანიზება და მონაწილეებთან კომუნიკაცია​;
  • კონფერენციების, სემინარებისა და პრეზენტაციების დაგეგმვა/ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა; ექსპერტების, შეფასების მისიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტების ორგანიზება;
  • უწყებებთან კომუნიკაცია/კოორდინაცია;
  • დეპარტამენტის ხელმძღვანელობის საქმიანობის ხელშეწყობა, მათ შორის, შეხვედრების ჩანიშვნა/ორგანიზება, მივლინებების/ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება და სხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
  • პროექტების კოორდინირებასა და მენეჯმენტში დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობა;
  • სხდომების/შეხვედრების ოქმების მომზადება;
  • სხვადასხვა ანგარიშების მომზადება;
  • დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის წარმოება.
 
საკონკურსო თემატიკა:  
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია − დასავლურ ქვეყნებში მიღებული ხარისხი);
  • იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • სამართლებრივი დოკუმენტების/ანგარიშების შედგენის გამოცდილება;
  • კონფერენციების, სემინარების და პრეზენტაციების დაგეგმვა/ორგანიზაციული მხარდაჭერის გამოცდილება;
  • სხდომის/შეხვედრის ოქმების მომზადების გამოცდილება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • ექსპერტების, შეფასების მისიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტების ორგანიზების გამოცდილება;
  • პროექტების კოორდინირებასა და მენეჯმენტში დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობის გამოცდილება;
  • დეპარტამენტის ხელმძღვანელობის საქმიანობის ხელშეწყობის, მათ შორის, შეხვედრების ჩანიშვნა/ორგანიზების, მივლინებების/ვიზიტების დაგეგმვისა და ორგანიზების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (C1) ( სასურველია, ფრანგული ენის ცოდნა);
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა.
 
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;        
  • გუნდური მუშაობა;
  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.
 
კონკურსის ეტაპები:
 
  • განცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება;
  • ზეპირი დავალება;
  • გასაუბრება.
 
 
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
 
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
 
 
დამატებითი ინფორმაცია:
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.
 
  • კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მითითებით) ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ ცოტა, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
  • აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
  • აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მის მიერ დაკავებული თანამდებობა;
  • ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
<>··http://www.hr.gov.ge --------- ჩათვლით.