თანამდებობის დასახელება: მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
სამუშაო პოზიციის დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის  პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება  და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).
კატეგორია: ადამიანური რესურსების მართვა
თანამდებობრივი სარგო: 850 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (საჯარო მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სტაჟიორთა და გამარტივებული კონკურსების ორგანიზება;
  • სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
  • HR პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • საორიენტაციო და სამსახურიდან წასვლის პროცესების კოორდინაცია;
  • თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისებისა და სხვა სახის საკადრო ბრძანებების პროექტების მომზადება;
  • ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგის წარმოება;
  • სამინისტროს ნომენკლატურის ფარგლებში პირადი საქმეების წარმოება;
  • სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების (მათ შორის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ) დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
  • დეპარტამენტის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
 
 
საკონკურსო თემატიკა:
 
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილება;
  • „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანება;
  •  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანება;
  • „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება;
  • „პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 23 მაისის  №246 დადგენილება;
  • „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება;
  • „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №201 დადგენილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამართლის ბაკალავრი ან ამავე მიმართულებით დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი;
  • ინგლისური და რუსული ენების (B1) ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა.
     
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • გუნდური მუშაობა;
  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
  • ინფორმაციის შეგროვება;
  • წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება.
 
კონკურსის ეტაპები:
 
  • განაცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება;
  • ზეპირი დავალება;
  • გასაუბრება.
 
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
 
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
 
დამატებითი ინფორმაცია:
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.
 
  • კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) ან ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან, რომლითაც დადასტურდება დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის სტატუსის ქონა;
  • აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
  • აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა;
  • ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
  • შეფასების ეტაპზე კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას (ტესტური გამოკითხვის სახით); პროფესიული წერითი დავალების წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 65%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება. ასევე, ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში, სადაც გამსვლელ ქულად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 50%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება;
  • გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 2019 წლის 6 მარტის ჩათვლით.