მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა

თარიღი: 30 აპრილი 2012

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე  ქუთაისის იუსტიციის სახლს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.  დავით საყვარელიძე მათ ქვეყნის ახალი ნარკოპოლიტიკის შესახებ ესაუბრა და ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ახორციელებს.


მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა

თარიღი: 28 აპრილი 2012

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე  ქუთაისის იუსტიციის სახლს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.  დავით საყვარელიძე მათ ქვეყნის ახალი ნარკოპოლიტიკის შესახებ ესაუბრა და ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ახორციელებს.


საქართველოს პროკურატურამ ქუთაისის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

თარიღი: 27 აპრილი 2012

27 აპრილს, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ქუთაისს ესტუმრა. დ. საყვარელიძემ  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოინახულა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. დღესვე, ქუთაისის უნივერსიტეტსა და პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


საქართველოს პროკურატურამ ქუთაისის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

თარიღი: 27 აპრილი 2012

27 აპრილს, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ქუთაისს ესტუმრა. დ. საყვარელიძემ  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოინახულა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. დღესვე, ქუთაისის უნივერსიტეტსა და პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


იუსტიციის სასწავლო ცენტრი სასწავლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებზე გადადის

თარიღი: 27 აპრილი 2012

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთკვირიანი სემინარი დასრულდა. სწავლების მონაწილეებს  სპეციალური სერთიფიკატები დღეს გადაეცათ. ეფექტური მომსახურების ტრეინინგების საერთაშორისო სტანდარტებთან მორგებაზე იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლები დიდი ბრიტანეთის ტრეინინგ-ცენტრის ,,Impact Factory" წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდნენ. ისინი დასავლეთის ქვეყნების ანალოგიურ ტრეინინგ მოდულებს გაეცნენ.


გამარტივებული კომუნიკაცია - დაცვის პოლიციისა და იუსტიციის სახლების ახალი ინიციატივა

თარიღი: 27 აპრილი 2012

დღეიდან იუსტიციის სახლებში კიდევ ერთი ახალი სერვისი შემოდის - მოქალაქეებს დაცვის პოლიციის სერვისებით სარგებლობის შესაძლებელობა ეძლევათ. სერვისცენტრში, რომელიც 250-ზე მეტ მომსახურებას სთავაზობს  მომხმარებელს, დაცვის პოლიციის საინფორმაციო სტენდი გაიხსნა. სიახლე პირველად ქუთაისისა და  ბათუმის იუსტიციის სახლში დაინერგა.


რუსთავის იუსტიციის სახლს ქ. კაიროს მერი ესტუმრა

თარიღი: 27 აპრილი 2012

27 აპრილს, იუსტიციის სახლს ქ. კაიროს მერმა  აბდელ კავი ხაიფამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა  დაათვალიერეს. ისინი იუსტიციის სახლის კონფეცფიას გაეცნენ, სპეციალური ტურის ფარგლებში კი თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეების ფუნქციონირების სპეციფიკად დააკვირდნენ. იუსტიციის სახლის მენეჯერმა სტუმრებს იუსტიციის სახლის სერვისის პროცედურები და მომსახურების სტანდარტები განუმარტა.


ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ცურვაში შეჯიბრი გაიმართა

თარიღი: 27 აპრილი 2012

ისანი-სამგორის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის თავისუფალი სტილით ცურვაში შეჯიბრი მოეწყო. სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვებულის ტიტულისათვის ერთმანეთს 17 სკოლის 34 მოსწავლე დაუპირისპირდა. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების გარდა, სანახაობას „ოლიმპიკის" აუზზე ცურვის სახელგანთქმული ოსტატები და სპორტის ამ სახეობის ვეტერანებიც დაესწრნენ.


ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ცურვაში შეჯიბრი გაიმართა

თარიღი: 27 აპრილი 2012

ისანი-სამგორის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის თავისუფალი სტილით ცურვაში შეჯიბრი მოეწყო. სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვებულის ტიტულისათვის ერთმანეთს 17 სკოლის 34 მოსწავლე დაუპირისპირდა. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების გარდა, სანახაობას „ოლიმპიკის" აუზზე ცურვის სახელგანთქმული ოსტატები და სპორტის ამ სახეობის ვეტერანებიც დაესწრნენ.


„ოჯახური ძალადობა“ - ტრეინინგი პროკურორების და გამომძიებლებისათვის

თარიღი: 26 აპრილი 2012

პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლებისათვის, რომლებიც  ოჯახური ძალადობის დანაშაულის საკითხებზე მუშაობენ, სპეციალური ტრეინინგი მიმდინარეობს. სწავლებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამართალდამცველები მონაწილეობენ, რომელთაც  საკუთარ გამოცდილებას ამერიკელი პროკურორი დევიდ მარტინი უზიარებს. სემინარს ესწრებიან ოჯახური ძალადობის საკითხებით დაინტერსებული ექსპერტები.


ბაზალეთზე სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა იწყება

თარიღი: 26 აპრილი 2012

ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება. 26 აპრილს ობიექტი თბილისის მერმა გიგი უგულავამ და მთავარი პროკურრის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მოინახულეს. ისინი პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ და მშენებლობაზე დასაქმებულ პერსონალს გაესაუბრნენ.


ახალი სერვისის პრეზენტაცია ოზურგეთის იუსტიციის სახლში

თარიღი: 26 აპრილი 2012

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოქალაქეებს კიდევ ერთი ახალი სერვისი შესთავაზა. გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი უძრავი ქონების მოძიება ინტერნეტპორტალის გარდა, უკვე მობილური ტელეფონითაც არის შესაძლებელი. ახალი სერვისი დღეს, ოზურგეთის იუსტიციის სახლში მოქალაქეებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა გააცნო.


გაეროს შემფასებელთა ჯგუფი იუსტიციის სახლს ესტუმრა

თარიღი: 25 აპრილი 2012

25 აპრილს, რუსთავის იუსტიციის სახლი გაეროს შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს. სტუმრები იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნენ, მათ თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოში მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ. გაეროს შემფასებელთა ჯგუფი სერვისების პროცედურებითაც დაინტერესდა.


მთავარი პროკურატურა სტუდენტურ წრეებთან შეხვედრებს განაგრძობს

თარიღი: 24 აპრილი 2012

24 აპრილს, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ილიას უნივერსიტეტს ესტუმრა. დ. საყვარელიძე უნივერსიტეტის სტუდენტებს,  აკადემიური პერსონალს, და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და ანტინარკოტიკული კამპანიის დეტალები გააცნო.


მთავარი პროკურატურა სტუდენტურ წრეებთან შეხვედრებს განაგრძობს

თარიღი: 24 აპრილი 2012

24 აპრილს, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ილიას უნივერსიტეტს ესტუმრა. დ. საყვარელიძე უნივერსიტეტის სტუდენტებს,  აკადემიური პერსონალს, და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და ანტინარკოტიკული კამპანიის დეტალები გააცნო.


აფრიკის დელეგაცია რუსთავის იუტიციის სახლს ესტუმრა

თარიღი: 24 აპრილი 2012

სამხრეთაფრიკული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებმა და ფერმერებმა რუსთავის იუსტიციის სახლი დაათვალიერეს, სტუმრები იუსტიციის სახლის კონცეფციას  და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. დაათვალიერეს თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები.


სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თარიღი: 24 აპრილი 2012

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი თავმჯდომარე გიორგი გაბრიელაშვილი წარუდგინა. 


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე ''ბექაური საქართველოს წინააღმდეგ'' დაუშვებლად გამოაცხადა

თარიღი: 24 აპრილი 2012

2012 წლის 10 აპრილს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბექაური საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოიტანა.


სანოტარო ბიუროში დასაქმების მსურველთა სწავლება დაიწყო

თარიღი: 23 აპრილი 2012

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სანოტარო ბიუროში დასაქმების მსურველთა სწავლება დაიწყო. სასწავლო კურსი ერთთვიანია და კურსდამთავრებულებს დასაქმების რეალური შანსი ეძლევათ.


ისანი-სამგორის რაიონის ინვენტარიზაცია დასრულდა

თარიღი: 23 აპრილი 2012

დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას დამისამართების პროექტის ფარგლებში ინვენტარიზაციის  შედეგად მოპოვებული  მონაცემები,  მტკვრის მარცხენა  და მარჯვენა სანაპიროს დასრულებული არეალის ელექტრონული  რუკა,  სქემატურ ნახაზები  და  გეომონაცემთა ბაზა  გადასცა.


იუსტიციის სასწავლო ცენტრი ტრეინინგ-პროგრამებს უახლესი საერთაშორისო მეთოდოლოგიით ჩაატარებს

თარიღი: 23 აპრილი 2012

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ეფექტური მომსახურების ტრეინინგებ-პროგრამების  დახვეწას და საერთაშორისო სტანდარტებთან მორგებას იწყებს. ამ მიზნით სასწავლო ცენტრში ერთკვირიანი სამუშაო პროგრამა ხორციელდება, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ტრეინინგ-ცენტრის ,,Impact Factory"-ს ტრეინერები უძღვებიან.


ყირგიზეთის დელეგაციამ ბათუმის იუსტიციის სახლი დაათვალიერა

თარიღი: 22 აპრილი 2012

22 აპრილს, ბათუმის იუსტიციის სახლს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია.  პარლამენტსა და მთავრობის აპარატის წარმოამდგენლები იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნენ და მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს.


საქართველოს პროკურატურის ინიციატივით გამწვანების აქცია მოეწყო

თარიღი: 22 აპრილი 2012

22 აპრილს, ქ. თბილისში, გამწვანების აქცია გაიმართა. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა და 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მთაწმინდის ფერდობზე  შავი ფიჭვის 70 ნერგი დარგეს. მცენარეები ტერიტორიის მთიანი ზოლის გათვალისწინებით შეარჩა.


საქართველოს პროკურატურის ინიციატივით გამწვანების აქცია მოეწყო

თარიღი: 22 აპრილი 2012

22 აპრილს, ქ. თბილისში, გამწვანების აქცია გაიმართა. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა და 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მთაწმინდის ფერდობზე  შავი ფიჭვის 70 ნერგი დარგეს. მცენარეები ტერიტორიის მთიანი ზოლის გათვალისწინებით შეარჩა.


იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრი საზაფხულო დასაქმების პროგრამაში ერთვება

თარიღი: 20 აპრილი 2012

სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, 168 სტუდენტი იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში  დასაქმდება. აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია დღეს, ოზურგეთის იუსტიციის სახლში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა გააკეთა. კონკრეტულად ოზურგეთის სამსახურში ზაფხულში სამი სტუდენტი დასაქმდება.


იუსტიციის სამინისტროს ყირგიზეთის დელეგაცია ესტუმრა

თარიღი: 19 აპრილი 2012

19 აპრილს, იუსტიციის სამინისტროში ყირგიზეთის დელეგაციის წევრებთან  შეხვედრა გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის აპარატის წარმოამდგენლები. სტუმრები  საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მიიღო. მან დელეგაციის წევრებს სისხლის სამართლის რეფორმის პრეზენტაცია წარუდგინა.


პანორამული გალერეა Google Earth-ში

თარიღი: 19 აპრილი 2012

დღეს, საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა პოპულარულ საძიებო სისტემა Google Earth-ში აღმაშენებლის გამზირის პანორამულ  გალერეაზე მუშაობის შედეგები  წარადგინა.


საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის პროექტის ფარგლებში მსჯავრდებულები ტურისტულ ბილიკს დაასუფთავებენ

თარიღი: 19 აპრილი 2012

საზოგადობისთვის სასარგებლო შრომა პატიმრობის ნაცვლად - მთავარი პროკურატურის ინიციატივით, საპატიმრო სასჯელის სანაცვლოდ შვიდ მსჯავრდებულს მთაწმინდის ტურისტული ბილიკს დასუფთავება დაეკისრა. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების, ქურდობის, სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევისა და სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულები მთაწმინდისაკენ მიმავალ ბილიკს კვირაში ორჯერ დაასუფთავებენ და მეთვალყურეობას გაუწევენ მითითებულ ტერიტორიაზე არსებულ ინვენტარს.


საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის პროექტის ფარგლებში მსჯავრდებულები ტურისტულ ბილიკს დაასუფთავებენ

თარიღი: 19 აპრილი 2012

საზოგადობისთვის სასარგებლო შრომა პატიმრობის ნაცვლად - მთავარი პროკურატურის ინიციატივით, საპატიმრო სასჯელის სანაცვლოდ შვიდ მსჯავრდებულს მთაწმინდის ტურისტული ბილიკს დასუფთავება დაეკისრა. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების, ქურდობის, სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევისა და სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულები მთაწმინდისაკენ მიმავალ ბილიკს კვირაში ორჯერ დაასუფთავებენ და მეთვალყურეობას გაუწევენ მითითებულ ტერიტორიაზე არსებულ ინვენტარს.


საქართველოს პროკურატურა საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას განაგრძობს

თარიღი: 19 აპრილი 2012

19 აპრილს რუსთავში, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე  დავით საყვარელიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს ის პროკურატურის ახალ პროექტებზე ესაუბრა. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ შეკრებილებს ნარკოტიკული დანაშაულის კვლევის 2011 წლის შედეგებიც გააცნო, რომლის თანახმადაც გასულ წელს ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ნარკოდანაშაულის რაოდენობა, ასევე შავ ბაზარზე ე.წ. „მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" უკანონო ბრუნვა.


საქართველოს პროკურატურა საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას განაგრძობს

თარიღი: 19 აპრილი 2012

19 აპრილს რუსთავში, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე  დავით საყვარელიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს ის პროკურატურის ახალ პროექტებზე ესაუბრა. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ შეკრებილებს ნარკოტიკული დანაშაულის კვლევის 2011 წლის შედეგებიც გააცნო, რომლის თანახმადაც გასულ წელს ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ნარკოდანაშაულის რაოდენობა, ასევე შავ ბაზარზე ე.წ. „მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" უკანონო ბრუნვა.


საჯარო რეესტრის ახალი პროექტი - მიწის ყველა ნაკვეთის სწორი ადგილმდებარეობა და კოორდინატები დაზუსტდება

თარიღი: 18 აპრილი 2012

დღეს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი მცხეთის რაიონის  სოფელ წოდორეთში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა, პილოტპროექტი სწორედ სოფელ წოდორეთიდან დაიწყება.


ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის არეალი გაფართოვდა

თარიღი: 18 აპრილი 2012

საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის არეალი გაფართოვდა - თუკი აქამდე ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს მხოლოდ გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა, ამიერიდან, ქირავნობის, სესხის, ვალისა და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე გასცემს.


იუსტიციის სამინისტროში მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორების ტრეინინგი მიმდინარეობს

თარიღი: 17 აპრილი 2012

იუსტიციის სამინისტროში „მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის" ტრეინინგი მიმდინარეობს. სწავლების  თერთმეტი მონაწილე, რომელთა შერჩევაც ღია კონკურსის წესით მოხდა, ტრეინინგებს სასწავლო ცენტრში გადის.


საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

თარიღი: 14 აპრილი 2012

ოზურგეთის იუსტიციის სახლში პირველი ღონისძიება გაიმართა - 2012 წლის 13 აპრილს, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე  დავით საყვარელიძე საზოგადოების წარმოამდგენლებს შეხვდა. ოზურგეთის მოსახლეობას ის პროკურატურის ახალ პროექტებზე ესაუბრა.


ბათუმის იუსტიციის სახლს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა

თარიღი: 13 აპრილი 2012

13 აპრილს, ბათუმის იუსტიციის სახლი თურქეთის სამთავრობო დელეგაციამ დაათვალიერა. სტუმრებს შორის იყვნენ თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე კენან ოზდემირი, იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტი ჰუსეინ ილდირიმი, საერთაშორისო სამართლისა და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი   და მომკვლევი მოსამართლე.


ოზურგეთში იუსტიციის სახლი გაიხსნა

თარიღი: 13 აპრილი 2012

იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობა უკვე გურიის რეგიონშიც არის  შესაძლებელი. 13 აპრილს, ოზურგეთში იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის წევრები, მედიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.


ანტინარკოტიკული კამპანიის ლოგოსა და დევიზის გამარჯვებული გამოვლინდა

თარიღი: 12 აპრილი 2012

ანტინარკოტიკული კამპანიის დევიზისა და ლოგოს შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო სლოგანის ავტორად  თბილისის 59-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ოსეფაშვილი დასახელდა, საუკეთესო ლოგოდ კი გურჯაანის რაიონის, სოფ. მელაანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის ელზა თამაზაშვილის ნამუშევარი მიიჩნიეს.


იუსტიციის სამინისტროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

თარიღი: 12 აპრილი 2012

იუსტიციის სამინისტროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიგრაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გახსნა, სხდომას  კომისიის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


მე-16 საუკუნის გულანის რესტავრაცია იწყება

თარიღი: 11 აპრილი 2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში მე-16 საუკუნის საღვთისმეტყველო-ლიტურგიკულ თხზულებათა კრებულის - გულანის - რესტავრაცია დღეს იწყება.


ფრანგი ჟურნალისტები რუსთავის იუსტიციის სახლში

თარიღი: 11 აპრილი 2012

11 აპრილს, რუსთავის იუსტიციის სახლს ფრანგი ჟურნალისტები ესტუმრნენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ მათ იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო და თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა.


თბილისის პროკურატურას თურქეთის დელეგაცია ესტუმრა

თარიღი: 11 აპრილი 2012

11 აპრილს, თბილისის პროკურატურაში თურქეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე კენან ოზდემირი, იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტი ჰუსეინ ილდირიმი, საერთაშორისო სამართლისა და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი   და მომკვლევი მოსამართლე.


თბილისის პროკურატურას თურქეთის დელეგაცია ესტუმრა

თარიღი: 11 აპრილი 2012

11 აპრილს, თბილისის პროკურატურაში თურქეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე კენან ოზდემირი, იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტი ჰუსეინ ილდირიმი, საერთაშორისო სამართლისა და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი   და მომკვლევი მოსამართლე


იუსტიციის სამინისტროში ჰოლანდიელ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 11 აპრილი 2012

11 აპრილს იუსტიციის სამინისტროს ჰოლანდიელი სტუდენტები ესტუმრნენ. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ამსტერდამის ორგანიზაციის წევრებს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ოთარ კახიძე და ადმინისტრაციის ახალგაზრული პროექტების მენეჯერები შეხვდნენ.


რუსთავის იუსტიციის სახლი ყაზახეთის დელეგაციამ დაათვალიერა

თარიღი: 10 აპრილი 2012

10  აპრილს, რუსთავის იუსტიციის სახლს ყაზახეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ესტუმრა.  საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დელეგაციას სამინისტროს ახალი ბრენდის, იუსტიციის სახლის კონცეფცია და ერთ სივრცეში გაერთიანებული სერვისების პროცედურები გააცნო. გიორგი ვაშაძემ სტუმრებს თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა.


კონსულტაციები რეგიონებში

თარიღი: 09 აპრილი 2012

სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესში საქართველოს მთავრობამ გაიარა აქტიური კონსულტაციები და მიიიღო რეკომენდაციები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონში საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან, ბიზნეს ასოციაციასთან და უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები თბილისში, გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ბათუმში.


ჩვენ ერთი სახლი გვაქვს - იუსტიციის სამინისტროს საქველმოქმედო აქცია

თარიღი: 08 აპრილი 2012

8 აპრილს შარდენზე იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად  პროკურატურის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, იუსტიციის სახლის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის, ეროვნული არქივის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საკანონმდებლო მაცნეს თანამშრომლები გაერთიანდნენ.


იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, დიღმის ტყე-პარკში გამწვანების აქცია გაიმართა

თარიღი: 07 აპრილი 2012

7 აპრილს, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები დიღმის ტყე-პარკს ესტუმრნენ და გამწვანების აქცია მოაწყვეს. სამინისტროს ორმოცამდე თანამშრომელმა ფიჭვისა და კედარის ასი ნერგი დარგო, რომელიც მათ თბილისის მერიამ გადასცა.


იუსტიციის სამინისტროში საქველმოქმედო აქციისათვის სამზადისი დაიწყო

თარიღი: 06 აპრილი 2012

8 აპრილს,  იუსტიციის სამინისტრო   საქველმოქმედო აქციას გეგმავს. ბზობის დღესასაწაულთან დაკავშირებით, შარდენზე ღია ცის ქვეშ კონცერტი გაიმართება. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი, შემოსული თანხები კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ფონდს გადაერიცხება.  მოსამზადებელი სამუშაოები სამინისტროში უკვე დაიწყო - დღეს სასწავლო ცენტრს საჯარო სკოლის მოსწავლეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვები ეწვივნენ.


იუსტიციის სამინისტროში ბლოგერებთან შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 04 აპრილი 2012

4 აპრილს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოში მოღვაწე ბლოგერებს უმასპინძლა. ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ოთარ კახიძე მათ „ღია მმართველობის პარტნიორობის" (Open Government Partnership) პროგრამაზე ესაუბრა, გააცნო მისი  მიზნები და ამოცანები. ოთარ კახიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ  გამომწვევებს, რომელიც საქართველოს, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობაში" ჩართული ქვეყნის წინაშე დგება.


ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს

თარიღი: 04 აპრილი 2012

2012 წლის 4 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოსცა დასკვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე  2012 წლის 5 იანვარს წარადგინა.


ელექტრონული წიგნის პროგრამაში განრიდებისა და მედიაციის პროექტში მონაწილე არასრულწლოვნები ერთვებიან

თარიღი: 04 აპრილი 2012

ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაში დღეიდან  „განრიდებისა და მედიაციის" პროექტში ჩართული არასრულწლოვნებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში E-Book პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადეს.


მალაიზიაში დაკავებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს შეუმსუბუქდა სასჯელი

თარიღი: 03 აპრილი 2012

2012 წლის 3 აპრილს მალაიზიის ქალაქ კოტა კინაბალუში გაიმართა სასამართლო სხდომა. სასამართლომ კიდევ ერთხელ გაითვალისწინა საქართველოს ხელისუფლების მტკიცებულებები და პოზიცია და საქარტველოს მოქალაქეს ბაბუცა გორდაძესაც შეუმსუბუქა ბრალი და სიკვდილით დასჯის ნაცვლად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


მალაიზიაში დაკავებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს შეუმსუბუქდა სასჯელი

თარიღი: 03 აპრილი 2012

2012 წლის 3 აპრილს მალაიზიის ქალაქ კოტა კინაბალუში გაიმართა სასამართლო სხდომა. სასამართლომ კიდევ ერთხელ გაითვალისწინა საქართველოს ხელისუფლების მტკიცებულებები და პოზიცია და საქარტველოს მოქალაქეს ბაბუცა გორდაძესაც შეუმსუბუქა ბრალი და სიკვდილით დასჯის ნაცვლად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


იუსტიციის სამინისტროში ქალაქ ლაზიკის კონცეფციის განხილვა გაიმართა

თარიღი: 03 აპრილი 2012

3 აპრილს, იუსტიციის სამინისტროში მუშაობა დაიწყო კონფერენციამ, რომელიც ქალაქ ლაზიკის კონცეფციის შემუშავებას მიეძღვნა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამერიკელი ექპერტები, აგრეთვე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები.


ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლში

თარიღი: 02 აპრილი 2012

2 აპრილს, ბათუმის იუსტიციის სახლს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია. იუსტიციის სახლის მენეჯერმა სტუმარს თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა, იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო და იმ რეფორმების პრეზენტაციაც წარუდგინა, რომელიც საქართველოში მომსახურების სფეროში გატარდა.


ვაკე-საბურთალოს რაიონის ინვენტარიზაცია დასრულდა

თარიღი: 02 აპრილი 2012

ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას დამისამართების პროექტის ფარგლებში ინვენტარიზაციის შედეგად მოპოვებული მონაცემები - მტკვრის მარცხენა სანაპიროს დასრულებული არეალის ელექტრონული რუკა, სქემატური ნახაზები და გეომონაცემთა ბაზა გადაეცა.


აფრიკის დელეგაცია რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრა

თარიღი: 02 აპრილი 2012

დღეს, რუსთავის იუსტიციის სახლი გაეროში აკრედიტებულმა აფრიკის სახელმწიფოების ელჩებმა დაათვალიერეს. მათ იუსტიციის მინიტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ უმანსპინძლა. გ. ვაშაძემ სტუმრებს იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა და მისი კონცეფცია გააცნო. მინისტრის მოადგილემ გაეროში აფრიკის სახელმწიფოების ელჩებს  იმ რეფორმების პრეზენტაციაც წარუდგინა, რომელიც საქართველოში მომსახურების სფეროში გატარდა.


საქართველოს ნოტარიუსთა პალატას გამგეობის ახალი თავმჯდომარე და წევრები ჰყავს

თარიღი: 01 აპრილი 2012

კანონმდებლობით გათვალისწინებული სამწლიანი  ვადის გასვლის შემდეგ, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრთა შემადგენლობა შეიცვალა. ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაზე ნოტარიუსებმა გამგეობის ახალი თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრები აირჩიეს - ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბაჩანა შენგელია გახდა.


კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
5
15 16 21
29          

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები