ბათუმის იუსტიციის სახლს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა
თარიღი:
13 აპრილი 2012
13 აპრილს, ბათუმის იუსტიციის სახლი თურქეთის სამთავრობო დელეგაციამ დაათვალიერა. სტუმრებს შორის იყვნენ თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე კენან ოზდემირი, იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტი ჰუსეინ ილდირიმი, საერთაშორისო სამართლისა და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი და მომკვლევი მოსამართლე.
ოზურგეთში იუსტიციის სახლი გაიხსნა
თარიღი:
13 აპრილი 2012
იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობა უკვე გურიის რეგიონშიც არის შესაძლებელი. 13 აპრილს, ოზურგეთში იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის წევრები, მედიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.















