იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრი საზაფხულო დასაქმების პროგრამაში ერთვება
თარიღი:
20 აპრილი 2012
სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, 168 სტუდენტი იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში დასაქმდება. აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია დღეს, ოზურგეთის იუსტიციის სახლში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა გააკეთა. კონკრეტულად ოზურგეთის სამსახურში ზაფხულში სამი სტუდენტი დასაქმდება.















