მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ქუთაისის იუსტიციის სახლს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დავით საყვარელიძე მათ ქვეყნის ახალი ნარკოპოლიტიკის შესახებ ესაუბრა და ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ახორციელებს.