საქართველოს პროკურატურის განცხადება

თარიღი: 30 ივლისი 2012

2012 წლის 30 ივლისს ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ნოდარ ჩაჩუას მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე.


საქართველოს პროკურატურის განცხადება

თარიღი: 27 ივლისი 2012

ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის  საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.


თბილისის იუსტიციის სახლის გადახურვის სამუშაოები სრულდება

თარიღი: 27 ივლისი 2012

თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის მონტაჟი სრულდება. ინტერნაციონალურ მშენებლობაზე რამდენიმე ქვეყნის სპეციალისტები მუშაობენ. გადახურვით სამუშაოებზე ქართველი, იტალიელი, თურქი  და ჩინელი მშენებლები არიან დასაქმებული. სულ მშენებლობაზე 500 საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.


გაზეთ საჯარო რეესტრს რუსულენოვანი ჩანართი დაემატა

თარიღი: 27 ივლისი 2012

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაზეთ „საჯარო რეესტრის" ჩანართი „დაისვენე საქართველოში"  უკვე რუსულ ენაზეც გამოსცა.  ჩანართი სახელწოდებით ,,Отдохни В Грузии" კვირაში ერთხელ, პარასკევობით გამოდის და განკუთვნილია საქართველოში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებისთვის.


ძველი და თანამედროვე ქუთაისი - გამოფენა ქუთაისის იუსტიციის სახლში

თარიღი: 26 ივლისი 2012

ქუთაისის იუსტიციის სახლში 26 ივლისს გამოფენა "ძველი და თანამედროვე ქუთაისი" გაიხსნა, რომელიც ქალაქის ისტორიულ და დღევანდელ ხედებს აერთიანებს. ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, ფოტოხელოვანმა გურამ წიბახაშვილმა და ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორმა მერაბ კეზევაძემ გახსნეს.


იუსტიციის სამინისტროში სტაჟირების საერთაშორისო პროგრამა იწყება

თარიღი: 23 ივლისი 2012

იუსტიციის სამინისტროში საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ გამოცდილების მისაღებად ევროპისა და ამერიკის 10 წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტი ჩამოვიდა. პრინსტონის, ემორის, ლაიდენის, ფრიბურგის, ნიუ იორკის, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტები საზაფხულო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სამინისტროს დეპარტამენტებში 1 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან.


ინფორმაცია ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ

თარიღი: 23 ივლისი 2012

წინა ისტორია: 2012 წლის 20 ივნისსა და 15 ივლისს, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აღმოჩენილ და დაყადაღებულ იქნა თვალთმაქცური გარიგებით შემოტანილი ათასობით სატელიტური ანტენა, რომელიც უნდა დარიგებულიყო ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების" სასარგებლოდ.

 


2012 წლის 6 თვეში 245 809 ID ბარათი გაიცა

თარიღი: 17 ივლისი 2012

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით,  2012 წლის 6 თვეში, 245 809 ID ბარათი გაიცა, აქედან 20 000-მდე სტუდებტური ბარათია. რუსთავის იუსტიციის სახლში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა, ID ბარათების გაცემის 6 თვის სტატისტიკა წარმოადგინა.


ინფორმაცია ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ

თარიღი: 15 ივლისი 2012

2012 წლის 15 ივლისს, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დამატებით იქნა აღმოჩენილი კომპანია „მაესტროს" მიერ შემოტანილი სატელიტური ანტენები. გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, შპს „მაესტრომ", პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიის - შპს „ელიტა-ბურჯის" წარმომადგენელთა მითითებით თვალთმაქცური გარიგებების გზით, საქართველოში შემოიტანა ათასობით სატელიტური ანტენა, რომელიც უნდა დარიგებულიყო „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ უკვე აპრობირებული სქემით


სტუდენტური ბარათის მიღების სურვილი უკვე 20 000-მდე ადამიანმა გამოთქვა

თარიღი: 14 ივლისი 2012

ერთი თვის განმავლობაში 19 486 სტუდენტი გახდა სტუდენტური ბარათის მფლობელი. იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში სტუდენტები გამარტივებული წესით იღებენ მოწმობებს.


სტუდენტურ პროექტში ჩაბმის მსურველებთან გასაუბრება დაიწყო

თარიღი: 13 ივლისი 2012

იუსტიციის სამინისტროში საჯარო სამსახურის ინოვაციების კვლევის პროექტის მონაწილეებთან გასაუბრება მიმდინარეობს. პროგრამით დაინტერესებული სტუდენტები იმ კონკრეტულ ინოვაციებზე საუბრობენ, რომლებიც მათი აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და რომლის კვლევასაც ისინი კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავენ.


ინფორმაცია ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ

თარიღი: 12 ივლისი 2012

წინა ისტორია: მიმდინარე წლის 20 ივნისს ქართული ოცნების სახელით და მისთვის არჩევნებზე მხარდაჭერის პირობით, პრაქტიკულად უსასყიდლოდ, სატელიტური ანტენების დარიგების გამო,  ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებული გამოძების ფარგლებში, პროკურატურამ დააყადარა შპს „ელიტა-ბურჯისა" და სხვა კომპანიების საწყობებში არსებული დასარიგებლად გამზადებული ანტენები.


ინფორმაცია ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ

თარიღი: 12 ივლისი 2012

წინა ისტორია: მიმდინარე წლის 20 ივნისს ქართული ოცნების სახელით და მისთვის არჩევნებზე მხარდაჭერის პირობით, პრაქტიკულად უსასყიდლოდ, სატელიტური ანტენების დარიგების გამო,  ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებული გამოძების ფარგლებში, პროკურატურამ დააყადარა შპს „ელიტა-ბურჯისა" და სხვა კომპანიების საწყობებში არსებული დასარიგებლად გამზადებული ანტენები.


საჯარო სექტორისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების თემაზე გამართული ტრენინგების მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ

თარიღი: 12 ივლისი 2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ სასტუმროში „თბილისი მარიოტი"  ინფორმაციული უსაფრთხოების თემაზე საჯარო სექტორისთვის გამართული ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.  ტრენინგების ციკლში, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, 10 საჯარო ორგანიზაციის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.


''კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ'' ორი თვის მუშაობის შედეგები წარმოადგინა

თარიღი: 12 ივლისი 2012

12 ივლისს, „პრაიმტაიმის" პრესკლუპში „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაქრაძემ და პროექტის მენეჯერმა ლალი კალანდაძემ პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.


საქართველოს პროკურატურის განცხადება

თარიღი: 11 ივლისი 2012

სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით  ანტენები.


საქართველოს პროკურატურის განცხადება

თარიღი: 11 ივლისი 2012

სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით  ანტენები.


იუსტიციის სახლის თამაშის ახალი ეტაპი დაიწყო

თარიღი: 10 ივლისი 2012

იუსტიციის სახლის თამაში „JustGame" დასკვნით ფაზაში გადავიდა. მესამე, ფინალური ეტაპის მონაწილეებსა და პირველი ორი ტურის გამარჯვებულებს დღეს რუსთავის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა.


გაეროს ელჩები იუსტიციის სახლში

თარიღი: 10 ივლისი 2012

10 ივლისს, რუსთავის იუსტიციის სახლი გაეროს ელჩებმა დაათვალიერეს. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ტაილანდის სამეფოს, ნიგერიასა და ბურუნდის მუდმივი წარმომადგენლები გაეროში, ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და გაეროს გენერალური ანსამბლეის სამდივნოს დირექტორი, იუსტიციის სახლის მენეჯერმა უმასპინძლა. მან სტუმრებს მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა და იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო.


კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატება საქართველოში - საერთაშორისო კვლევების პრეზენტაცია

თარიღი: 06 ივლისი 2012

2012 წლის 6 ივლისს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" საქართველოში კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის შედეგების თაობაზე ოთხი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გახსნეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ბ-ნმა ფილიპ დიმიტროვმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბ-ნმა გიორგი ვაშაძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.


პირადი მონაცემების გაყალბებისთვის გამოცხადებული ამნისტიის შედეგების პრეზენტაცია გურჯაანის იუსტიციის სახლში

თარიღი: 06 ივლისი 2012

პირადი მონაცემების გაყალბებისთვის გამოცხადებული ამნისტიით  4799-მა  მოქალაქემ ისარგებლა, აქედან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ონლაინ რეჟიმში ამნისტიით სარგებლობის მსურველი საქართველოს 163 მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა. მათ დოკუმენტები საფასურის გადახდის გარეშე გაუსწორდათ.


საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელთა შერჩევა გრძელდება

თარიღი: 06 ივლისი 2012

იუსტიციის სამინისტროში საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსი სრულდება. ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში ხუთდღიანი ტრეინინგის დასრულების შემდეგ, პროექტში დასაქმების მსურველებმა ტესტირება გაიარეს.


სოფელ გომში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

თარიღი: 05 ივლისი 2012

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვას ითვალისწინებს,  ხაშურის რაიონის სოფელ გომში საზოგადოებრივი  ცენტრის სამშენებლო სამუშაოები  დაიწყო.


მოქალაქეებს ID ბარათებისა და პასპორტების მიღება ფოსტითაც შეუძლიათ

თარიღი: 04 ივლისი 2012

სამოქალაქო რეესტრისთვის საფოსტო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება რუსთავის იუსტიციის სახლში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა და შპს „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ბესარიონ გელენიძემ.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ''ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ''

თარიღი: 02 ივლისი 2012

2012 წლის 19 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე „ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ".


„ლიდერთა სახლის“ პროექტის მონაწილეებმა თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერეს

თარიღი: 01 ივლისი 2012

თბილსის მშენებარე იუსტიციის სახლს საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. მე-10 და მე-11 კლასების იმ მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდულ პროექტებში, სამუშაოები მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დაათვალიერებინა. გიორგი ვაშაძე „ლიდერთა სახლის" მონაწილეებს იუსტიციის სახლის კონცეფციაზე და მუშაობის სპეციფიკაზე ესაუბრა, გააცნო ისიც, თუ როგორ და რატომ დაიბადა 250-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში გაერთიანების იდეა და როგორ ფუნქციონირებენ დღეს-დღეობით იუსტიციის სახლები საქართველოში.


კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
3 7
8 9
16 18 19 20 21
22 24 25 28
29 31        

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები