ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძის საქმე გამოსაძიებლად ბელგიის სამართალდამცველ ორგანოებს გადაეცა
საქართველოს პროკურატურაში პატიმრების წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წამებისათვის ბრალდებულად არის ცნობილი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოპერატიული მორიგე ვლადიმერ ბედუკაძე. ვლადიმერ ბედუკაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა დაპატიმრება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
საქართველოს პროკურატურის განცხადება
იუსტიციის სახლი ჭიათურაში გაზაფხულზე გაიხსნება
საქართველოს პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურის განცხადება
საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ გომის მცხოვრებლებისთვისაც არის ხელმისაწვდომი
ხაშურის რაიონის სოფელ გომში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, სადაც მოსახლეობა ერთ სივრცეში 200-ზე მეტ სერვისს სოფლიდან გაუსვლელად მიიღებს.
საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ვახტანგ ბალავაძემ გახსნეს.
საქართველოს პროკურატურის განცხადება
გორში იუსტიციის სახლი გაიხსნა
თანამედროვე არქიტექტურის ულამაზესი შენობა, სასიამოვნო ინტერიერი, 300-ზე მეტი გამარტივებული სერვისი ერთ სივრცეში, რომლის მიღებასაც მოქალაქეები, საშუალოდ ორმოცდახუთი წამიდან - წუთნახევრამდე ანდომებენ, რიგში დგომის დრო კი 5 წუთზე ნაკლებია, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სერვისცენტრი - იუსტიციის სახლი დღეს, 26 სექტემბერს გორში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
სოფელ სართიჭალაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
საქართველოს პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურის განცხადება
რამდენიმე კვირის წინ ქართულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისაგან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.
დღეს, 25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრაგეთის სასამართლოს სანქციით, ქართველ სამართალდამცველებს ოფიციალურად გადმოეცა ეს მასალა.
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ქართველმა სამართალდამცავებმა ეროვნული საგანძურის ქვეყნის გარეთ გატანის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს
2012 წლის 2 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისა და არქეოლოგიური ობიექტების საქართველოდან უნებართვოდ გატანის მცდელობის ფაქტებზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19,2594-ე მუხლით.
ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური იუსტიციის სახლი თბილისში გაიხსნა
21 სექტემბერს, თბილისში, სანაპიროზე მსოფლიოში ყველაზე დიდი სერვისცენტრი - იუსტიციის სახლი გაიხსნა. ცნობილი იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუკსასის პროექტით შექმნილი თანამედროვე ნაგებობა, რომლის საერთო ფართობი 32.000 კვადტარული მეტრია, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე, ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგნიზაციების წევრები, ქვეყანაში აკრედიტებული საელჩოებისა და მისიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის უამრავი სტუმარი საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა.
დღეს თბილისის იუსტიციის სახლი გაიხსნება
საქართველოს პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურის განცხადება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 20 სექტემბერს, გამთენიისას სამართალდამცველებმა დააკავეს კიდევ ერთი დამნაშავე, გლდანის მე-8 საპყრობილის არასრულწლოვანთა განყოფილების მორიგე ინსპექტორი კობა ჩიკვატია. იგი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ დანაშაულშია მხილებული.
საქართველოს პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურის განცხადება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1441 (წამება) და 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებით დაკავებულია 10 მოხელე, ერთს ბრალდება წარედგინა დაუსწრებლად და იძებნება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სხვა დამნაშავე პირთა დასადგენად.
სოფელ შაშიანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში დღეს პირველი საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად შაშიანის საზოგადოებრივი ცენტრის სტუმრები საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყვნენ. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი გაბრიელაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და კერძო კომპანიების ხელმძღვანელი პირები.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი ოფისი ყვარელში
ყვარელში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი ოფისი და სასტუმრო „რუმს კახეთი" გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შენობა „რუმს ჰოტელ გრუპისა" და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ერთობლივი პროექტია, შენობა უახლესი საოფისე ინვენტარით აღიჭურვა. პროექტის ავტორია ქართველი არქიტექტორი, კომპანია „არქიტექტორული ჯგუფი და პარტნიორების" არქიტექტორი ირაკლი შარაშიძე.
















