საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა წარმოშობის, მათი ექსპლუატაციის დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყანად გვევლინება.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, ამ დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიებისათვის საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ნორმატიული ბაზის ეფექტური იმპლემენტაციის კუთხით.










