სტრატეგია

1.                  პროკურატურის კონსტიტუციური სტატუსი

კონსტიტუციური თვალსაზრისით, საქართველოს პროკურატურა შედის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში. მის სათავეშია მთავარი  პროკურორი, რომლის კანდიდატურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.  მთავრობის გადადგომა არ იწვევს გენერალური პროკურორის გადადგომას.

კონსტიტუციური სტატუსის მიუხედავად, ფუნქციონალურად პროკურატურა დამოუკიდებელია. არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ აქვთ უფლებამოსილება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დავალებები მისცენ პოკურატურას. სასამართლო ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაფუძნებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით.

 

2.                  პროკურატურის სისტემის ორგანიზაცია

პროკურატურის სისტემის მართვის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად და საზოგადოების მხრიდან პროკურატურის სამსახურზე მეთვალყურეობის გაძლიერების  მიზნით პროკურატურის სისტემაში შეიქმნება დამოუკიდებელი ორგანო - პროკურატურის საბჭო. პროკურატურის საბჭო დაკომპლექტდება აღმასრულებელი ორგანოების, პროკურატურის სისტემის,  საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.

პროკურატურის საბჭოს ძირითადი ფუნქცია იქნება პროკურორთა თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის კონკურსის ორგანიზება, ამავე დროს, საქართველოს გენერალური პროკურორის მხარდაჭერა პროკურატურის სისტემის ეფექტურ მართვაში.  

     

3.                  პროკურატურის ფუნქციები

პროკურატურა შეინარჩუნებს მის ძირითად ფუნქციას, რაც გამოიხატება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასა და წინასასამართლო გამოძიებაზე ზედამხედველობაში. საპროცესო კანონმდებლობის შეცვლასთან ერთად გაძლიერდება პროკურორის, როგორც წინასასამართლო გამოძიებაზე ზედამხედველის ინსტიტუტი.

ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებით იგეგმება   სისხლისსამართლებრივი დევნის დისკერეციულობის ინსტიტუტის შემოტანა. კერძოდ, მცირე მნიშვნელობის საქმეებზე პროკურორს ექნება დისკრეციული უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თვალსაზრისით. დისკრეციული დევნის სისტემის ჩამოყალიბების დროს გათვალისწინებული იქნება დაზარალებულის ინტერესები.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურა, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნაწილი,  ასევე განახორციელებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ დანაშაულთან ბრძოლის კოორდინაციას.

 

ერთიანი საინფორმაციო-ანალიტიკური და სტატისტიკის სამსახური, განახორციელებს  საქართველოში მომხდარი ყველა დანაშაულის სტატისტიკის წარმოებას და მათი ანალიტიკურ კვლევასა და ასევე დანაშაულთა დინამიკის კრიმინოლოგიური ანალიზს.

 

4.                  პროკურორთა მიმართ  დისციპლინარული დევნის განხორციელება

პროკურორთა  მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინარულ  დევნას განახორციელებს პროკურატურის სამსახურის გენერალური ინსპექცია, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორის მოადგილე.

დისციპლინური დევნის განხორციელების დროს გენერალური ისპექცია დამოუკიდებელია. მთავარ  პროკურორს და ქვემდგომ პროკურორებს ექნებათ უფლება დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ გენერალურ ინსპექციას. გენერალური ინსპექცია არ არის შეზღუდული მოცემული ინფორმაციით და დამოუკიდებლად ატარებს დისციპლინურ წარმოებას.

დისციპლინური გადაცდომები და შესაბამისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საკანონმდებლო აქტებით. განისაზღვრება დისციპლუნურ გადაცდომებზე პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა.

სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების (დანაშაულის) ჩადენისას, პროკურორი პასუხს აგებს საერთო წესით, იმ გამონაკლისით, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას აღძრავს მხოლოდ მთავარი პროკურორი. საქმის გამოძიებას აწარმოებს მხოლოდ საქართველოს  პროკურატურის სამსახურის წარმომადგენლები.

 

5.                  საზოგადოებრივი პროკურატურა

საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტები უნდა გავრცელდეს პროკურატურის სამსახურის სხვადასხვა რეგიონალური ოფისების მასშტაბით. საზოგადოებრივი პროკურატურის სქემები გულისხმობს ადგილობრივი პროკურორების ფოკუსირებას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაზე დანაშაულისა თუ პოტენციური დანაშაულებრივი პრობლემის მოგვარებაში დანაშაულის პრევენციული მიდგომების მეშვეობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების, სკოლებში ვიზიტების, სოციალური ღონისძიებების, ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოსა და სხვა პროგრესული საშუალებების დახმარებით ადგილობრივი პროკურატურის ოფისები უკეთ შეძლებენ უპასუხონ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. ამასთან, წინამდებარე ღონისძიებები ხელს უწყობს პროკურატურის სამსახურისა და ზოგადად სისხლის სამართლის სისტემის მიმართ ინფორმირებულობისა და ნდობის  გაზრდას.

ამჟამად, საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტი ხორციელდება საქართველოს პროკურატურის 15 რაიონულ ოფისში, კერძოდ: ისანი-სამგორის, ძველი თბილისის, მცხეთის, გორის, ხაშურის,  რუსთავის, ბოლნისის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ზესტაფონის, საჩხერის, ოზურგეთის, ხელვაჩაურის და ბათუმის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიაზე. ეს გრძელვადიანი პროექტები სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება. ამ პროექტებს საფუძვლად უდევს საზოგადოებრივ პროკურატურაში წარმატებული გამოცდილება და ძალისხმევა. წინამდებარე პროექტები ძირითადად მიმართულია საზოგადოებაში დანაშაულებრივი პრობლემების შემცირებისკენ ალტერნატიული ზომების მიღების გზით.

 

6.                  მსხვერპლთა დახმარების განყოფილებები

დანაშაულის მსხვერპლთა დახმარების ცენტრები არის იუსტიციის სამინისტროსა და იურიდიული დახმარების სამსახურის ერთობლივი პროექტი. ეს შორს გამიზნული ინიციატივა ითვალისწინებს პროკურატურის სამსახურის როლის რაციონალურად გაზრდასა და მისი სამსახურის გაძლიერებას დანაშაულის მსხვერპლთა უშუალო ინტერესების გათვალისწინებით. ეს მოიცავს კონსულტაციებს, ხელმძღვანელობასა და რეფერალურ მექანიზმს.

დახმარების ცენტრების წარმატებული საქმიანობა მიზნად ისახავს დანაშაულის მსხვერპლთა მიმართ გაწეული სამსახურისა და საზოგადოებაში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უწყებების აღქმის  გაუმჯობესებას.

თავდაპირველად, 3 პილოტური დახმარების ცენტრის შექმნაა დაგეგმილი პროკურატურის თბილისის, ქუთაისისა და მცხეთის ოფისებში. ცენტრში დასაქმდებიან კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები, რომელთაც ექნებათ საფუძვლიანი ტრეინინგები გავლილი საკომუნიკაციო  უნარ-ჩვევებსა  და ფსიქოლოგიური ტრამვის დროს აღმოსაჩენ პირველად დახმარებაში. დანაშაულის მსხვერპლთან კონტაქტის შემდგომ, სპეციფიური სიტუაციის გათვალისწინებით, ცენტრის თანამშრომელი :

 

  • გაუწევს მას კონსულტაციას მსხვერპლის პროცედურული უფლებების/ვალდებულებების შესახებ.
  • უზრუნველყოფს პირველად პასუხის გაცემასა და აგვარებს დანაშაულის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
  • უზრუნველყოფს შეხვედრის ორგანიზებას შესაბამის სამართალდამცავ პირთან ან პირებთან, აწვდის ინფორმაციას დანაშაულებრივ საქმეებზე და
  • ასევე რეკომენდაციას უწევს იურიდიული დახმარების სამსახურსა და სხვა შესაბამისი დახმარების გამწევ დაწესებულების შესახებ.

 

ამასთან, ცენტრი დანაშაულის მსხვერპლს გაუწევს  ერთჯერად დახმარებას ინფორმირების თვალსაზრისით იმ უწყებებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ დანაშაულის მსხვერპლთა სპეციფიურ საჭიროებებზე პასუხის გაცემას.

 

7.                  პროკურორთა პროფესიული განვითარება

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ტრეინინგ ცენტრი ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკაზე ორიენტირებულ, არა აკადემიურ და ინოვაციურ საკითხებზე, როგორიცაა პატიმრობის ჯაჭვი, დისკრეციული გასამართლება, გასამართლები ეთიკა, სასამრთლოს უნარ-ჩვევები, იურიდიული დოკუმენტების წერის უნარები და ასე შემდეგ.

ტრეინინგების მეშვეობით პროკურორთა  პროფესიული განვითარება გაიზრდება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ტრეინინგ ცენტრი დანერგავს და განახორციელებს დისტანციური სწავლების სქემებს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან თანამშრომლობით. ეს საშუალებას მისცემს ცენტრს შეამციროს პროკურორთათვის განკუთვნილი ტრეინინგების ხარჯები, ამასთანავე გაზრდის კონტროლს სწავლების ოდენობასა და შეფასებაზე.

ამასთანავე, დაგეგმილია პროკურორების მიერ 2004 წლიდან დღემდე მიღებული ყველა ტრინინგის შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და შეგროვილი მონაცემების ანალიზი შესაბამის საჭიროებათა იდენტიფიცირებისათვის. ხარისხებს და სხვა ინდიკატორებს, როგორიც არის წარმატებისა და/ან დასწრებისა მაჩვენებლები განკარგავს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი. აღნიშნული შეფასების მექანიზმი გავლენას  მოახდენს  პროკურორთა მომავალ პროფესიულ კარიერაზე.

მიმაგრებული დოკუმენტები:

 

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება

თარიღი: 24 მაისი 2013

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება. თბილისში ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.

თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.

ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

ღონისძიების პროგრამა

ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა

თარიღი: 24 მაისი 2013

საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.

ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა.  როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.

დელეგაციამ  უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან,  ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.

ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და  გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.

იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს

თარიღი: 21 მაისი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.

„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები"  საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.  

 

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

სწრაფი ბმულები