საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა;
საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას;
საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა;
მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში;
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის სახით მიწოდების შემთხვევაში "საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გამომთხოვნ პირს ეკისრება შემდეგი მოსაკრებლის გადახდა:
ასლი - ერთი გვერდი - 0,05 ლარი;
პრინტერზე ამობეჭდვა - ერთი გვერდი - 0,10 ლარი;
კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა - 1 დისკი - 2,65 ლარი (კომპაქტური დისკის წარმოდგენის შემთხვევაში ინფორმაციის ჩაწერა უფასოა);
დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა - 1 დისკეტა - 1,3 ლარი (დისკეტის წარმოდგენის შემთხვევაში ინფორმაციის ჩაწერა უფასოა);
საკონტაქტო ინფორმაცია:
სამართალშემოქმედების დეპარტამენტი
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი : ირინა წაქაძე
მის: ქ. თბილისი, გორგასლის # 24 ა
ტელ: (+995 32) 240-59-90
e-mail:itsakadze@justice.gov.ge
სამართლებლივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტი
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი:მანანა ცინაძე (მოვალეობის შემსრულებელი)
მის: ქ. თბილისი, გორგასლის # 24 ა
ტელ: (+995 32) 240-59-00
e-mail: mtsinadze@justice.gov.ge
იუსტიციის სასწავლო ცენტრი
მის: ქ. თბილისი, გორგასლის #24
ტელ: (+995 32) 240 57 85
საკანონმდებლო მაცნე
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი : მაგდა მაჩაიძე
მის: ქ. თბილისი, გორგასლის # 24
ტელ: (+995 32) 298 36 66
e-mail: mmachaidze@justice.gov.ge
აღსრულების ეროვნული ბიურო
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი : ლეილა მიქელაძე
მის: ქ. თბილისი,აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი
ტელ: (+995 32) 749 649 / ფაქსი: 74 93 37
e.mail: lmikeladze@nbe.gov.ge
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი :ნინო დანელია
მის: ქ. თბილისი, წერეთლის გამ. #67ა
ტელ: (+995 32) 235 79 68; 235 79 69. 235 79 00
e-mail: n.danelia@sra.gov.ge
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი :იაგო ხვიჩია
მის: ქ. თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის #2
ტელ: (+995 32) 291 03 74
e-mail: ikhvichia@napr.gov.ge
საქართველოს ეროვნული არქივი
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი :ლუიზა ღლონტი
მის: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამ. #1
ტელ: (+995 32) 210 59 16; 237 39 13.
e-mail:lghlonti@archives.gov.ge
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი :თეა აბრამიძე
მის: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ.№142
ტელ: (995 32) 220-67-77
e-mail: contact@notary.ge
იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.
„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები" საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.
უანგარო დონორთა აქცია იუსტიციის სამინისტროში
21 მაისს იუსტიციის სამინისტროში აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლო იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.
აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ჩაერთვნენ.
„ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იმედი გამოთქვა, რომ აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.
მსურველთა სიმრავლის გამო, უფასო დონორობის აქცია იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები
გთავაზობთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა სიას, რომელთაც წარმატებით გადალახეს გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში.
შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, 2013 წლის 18 მაისს გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.
პრეტენდენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია















