თარიღი: 20.10.2026

2026 წლის 20 ოქტომბერს, მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

საქმის გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური შესწავლის მიზნით, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.