ცხელი ხაზი2 405 505

მრჩეველი

მინდია უგრეხელიძე

მრჩეველი

19 მაისი 1942

განათლება:

1959-1963 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იურიდიული ფაკულტეტი.

1980-1982 წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი. დოქტორი.


კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები:

1994 წ. საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტი. კონსტიტუციური სამართლის პრობლემატიკა. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო.
1991 წ. სისხლის სამართლის საერთაშორისო კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი. ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები. სირაკუზა, იტალია.
1995 წ. მაქს პლანკის სახელობის შედარებითი და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი. შედარებითი და საერთაშორისო სისხლის სამართალი. ქ.ფრაიბურგი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა.
1993 წ. ევროპული სამართლის აკადემია. ევროპული სამართალი. ქ.ტრირი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა.


სამუშაო გამოცდილება:


1999-2009 წწ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. მოსამართლე.
1990-1999 წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლო, თავმჯდომარე. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, დეპუტატი.
1982-1985 წწ. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი. მეცნიერების და სასწავლებლების განყოფილების გამგის პირველი მოადგილე.

აკადემიური საქმიანობა:


2011 წლიდან დღემდე - კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტი. პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.
2011-2020 წწ. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. პროფესორი.
1987 -1990 წწ. გაზეთი „ახალი საქართველო“. მთავარი რედაქტორი.
1985- 1987 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პრორექტორი.