სიახლეები

იუსტიციის მინისტრმა ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა
იუსტიციის მინისტრმა ვენის უნივერსიტეტის დეკან ბრიგიტა ციოხლინგ-იუდისთან შეხვედრისას ვენის უნივერსიტეტთან მომავალში ერთობლივი პროგრამებისა და კვლევითი პროექტების შესახებ ისაუბრა. იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ვენის უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების განხორციელების კარგ შესაძლებლობას შექმნის. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები ვენის უნივერსიტეტის პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას.
რატი ბრეგაძემ პროფესორ ბრიგიტა ციოხლინგ-იუდისთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართული მხარისთვის ძალზედ საინტერესოა ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური წრის გამოცდილების გაზიარება. მინისტრმა დეკანთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველო-ავსტრიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი თანამშრომლობის ბევრ მიმართულებას მოიცავს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს იუტიციის სამინისტროს მიერ 2021 წელს დაფუძნებულ სამართლებრივ ჟურნალ „იუსტიციაზე“. რატი ბრეგაძემ პროფესორ ბრიგიტა ციოხლინგ-იუდის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თაობაზეც, რომელიც 2022 წლის 1-ელ აგვისტოს დაფუძნდა და სამართლის სხვადასხვა დარგის გამოჩენილი სპეციალისტებით დაკომპლექტდა.
მხარეებმა მჭიდრო, ორმხრივი თანამშრომლობისა და აკადემიურ წრეებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვეს.
სხვა სიახლეები
ნოტარიუსთა პალატა სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის 2023 წლის 27 სექტემბრის N230/ს ბრძანებით გამოცხადდა სტაჟიორთა კონკურსი. კონკურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2023 წლის 01 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ტესტირების ფორმით, ორ ეტაპად ჩატარდება.
I ეტაპი - ზოგადი უნარები, 1 ნოემბერი, 2023 წ.
II ეტაპი - პროფესიული ნაწილი, 15 ნოემბერი, 2023 წ.
სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
შენიშვნა: აპლიკანტს, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, კონკურსში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ) განაცხადი თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1ა);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3X4).
რეგისტრაციის დასრულებამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამოწმებს აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. თუ აპლიკანტის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, მას უფლება ეძლევა გამოასწოროს ხარვეზი რეგისტრაციის დასრულებამდე. რეგისტრაციის ვადა სრულდება კონკურსის ჩატარებამდე 5 დღით ადრე. ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განცხადებები აღარ მიიღება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა მითითებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: stajirebanotary@tcj.gov.ge ან იუსტიციის სასწავლო ცენტრის კომისიის სამდივნოში, მისამართი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N1.
საბუთების მიღება წარმოებს 2023 წლის 28 სექტემბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: stajirebanotary@tcj.gov.ge
საკონტაქტო პირები:
ქეთევან ზვიადაძე, ელ. ფოსტა: kzviadadze@tcj.gov.ge
საკონტაქტო ტელეფონი (+995 32) 294 22 65
მეგი ოდიშელიძე, ელ. ფოსტა: modishelidze@tcj.gov.ge
საკონტაქტო ტელეფონი (+995 32) 238 22 59
მოთხოვნები სტაჟირების გავლის მსურველი პირის მიმართ
„სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 ოქტომბრის N450 ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად:
ა) სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, ქმედუნარიან პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;
გამოცდის ფორმა და ეტაპები
პირველი ეტაპი - ზოგადი უნარები - 100 კითხვა, 2 საათი.
მეორე ეტაპი - პროფესიულ ნაწილში ტესტირება 100 კითხვა, 3 საათი.
საგამოცდო ტესტი შედგება 100 ტესტური დავალებისგან 4 სავარაუდო პასუხით, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
კანდიდატს, რომელიც ზოგადი უნარების ტესტში მიიღებს 70 ან მეტ ქულას, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს პროფესიული ნაწილის ტესტირებაში, ხოლო პროფესიული ნაწილის ტესტირებაში დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 75 ქულა.
კონკურსში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელიც წარმატებით გაივლის ტესტირების ორივე ეტაპს თითოეულ ეტაპზე დააგროვებს განსაზღვრულ ქულას.
გამოცდის თარიღისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციისას წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე.
იხილეთ სტაჟიორთა გამოცდასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:
სტაჟიორთა კონკურსის საგამოცდო პროგრამა