ცხელი ხაზი2 405 505

კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკოორდინაციო საბჭო

უწყებათაშორის საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საბჭოს წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და მისი მოადგილე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე სტრუქტურული ქვედანაყოფისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები. საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას შეიძლება იღებდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, მოსამართლეები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

  • საჭიროების შესაბამისად, კერძო სამართლის ცალკეული სფეროების რეფორმის სტრატეგიების შემუშავება და პერიოდული განახლება;
  • კერძო სამართლის ცალკეული მიმართულებების რეფორმირების თაობაზე შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება და კანონპროექტების მომზადება;
  • კერძო სამართლის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის კოორდინაცია.

კერძო სამართლის ცალკეულ სფეროებთან დაკავშირებით შემუშავებულ წინადადებებს/რეკომენდაციებს ან/და შესაბამის კანონპროექტებს ამტკიცებს საბჭო, ხოლო მათ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტრო.

კერძო სამართლის ცალკეული სფეროების რეფორმის სტრატეგიებით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების განხილვისა და სათანადო რეკომენდაციების ან/და კანონპროექტების შემუშავების მიზნით საბჭოში იქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებების, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: sabcho@justice.gov.ge

მიმაგრებული დოკუმენტები