ცხელი ხაზი2 405 505

სამართალშემოქმედების დეპარტამენტი

დეპარტამენტის ფუნქციები:

  • სამართალშემოქმედებითი საქმიანობა - სამართლის ცალკეულ სფეროებში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში მიმდინარე სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია.
  • სამართლის ცალკეული დარგების განვითარების პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით მათი მხარდაჭერა.
  • კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია, სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა.
  • სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ურთიერთობის კოორდინაცია.
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, მათი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენა.
  • სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ხელშეწყობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მხრიდან გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, აგრეთვე ზოგადად იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესის კოორდინაციის თვალსაზრისით.
  • სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი კუთხით შემოწმება და ვიზირება.


სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:

  • კერძო სამართლის სამმართველო
  • საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველო


საკონტაქტო ინფორმაცია:

ირინა წაქაძე
დეპარტამენტის უფროსი

ტელ: (+995 32) 2 405 846

მიმაგრებული დოკუმენტები