ცხელი ხაზი2 405 505

საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ფუნქციები:

  • სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების ხელშეწყობა, მართვა და კოორდინაცია.
  • პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათთვის სახელმწიფო ანგარიშების მომზადება.
  • საერთაშორისო ორგანიზაციების საკონტაქტო პირისა და ცენტრალური ორგანოს ფუნქციების შესრულება.
  • ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანგარიშგება.
  • პენიტენციური სისტემის რეფორმის კოორდინაცია და მონიტორინგი.
  • საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგი და ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრის ფუნქციის განხორციელება.
  • სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების განხორციელება (სასამართლო და არასასამართლო მასალების ჩაბარება, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამუშო სტაჟების კოორდინაცია).
  • სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების განხორციელება (ძებნილ პირთა ექსტრადიცია, მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემა/გადმოცემა, ძებნილთა და უცხოელ მსჯავრდებულთა ეტაპირება, განაჩენთა აღსრულება).
  • ბავშვთა გატაცების საქმეების მართვა და კოორდინაცია.
  • მოქალაქეთა კონსულტაცია.

თემატური უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების მართვა/კოორდინაცია და პოლიტიკის ფორმირება (სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, ანგარიშგება, სტატისტიკის წარმოება):

  1. ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლა.
  2. ნარკოპოლიტიკა.
  3. წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა.
  4. გაეროს ტერორიზმის სანქციების იმპლემენტაცია.
  5. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთევან სარაჯიშვილი
დეპარტამენტის უფროსი

ტელ: (+995 32) 2 405 204
ელ-ფოსტა: Intlawdep@justice.gov.ge ge