ცხელი ხაზი2 405 505

უახლესი ვიდეოები

24.02.2023
გაზიარება

საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება

დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში დასკვნითი შიდამოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

ლაითურის ციხე მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებაა და გათვლილია 700-მდე პატიმარზე.

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობების უმაღლესი სტანდარტებით უზრუნველყოფა, ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების სამუშაო გარემოზე მუდმივი ზრუნვა - იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ლაითურის ახალი პენიტენციური დაწესებულებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ის სრულად მორგებულია როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებს.

ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წელს გაიხსნება, სადაც დასაქმდება 500-მდე ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც.