ცხელი ხაზი2 405 505

ადმინისტრაცია (დეპარტამენტი)

ფუნქციები:

  • კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა, მინისტრის ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია.
  • სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზუნველყოფა. სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სამინისტროს დეპარტამენტებს, სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა.
  • სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა, სამინისტროში ელექტრონულად და მატერიალურად შემოსული/გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია. არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზების უზრუნველყოფა. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და კონტროლი. მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება, რომლებიც სცილდება სხვა სტრუქტრურული ერთეულების უფლებამოსილებათა ფარგლებს. სამინისტროს სისტემაში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება.
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა.


ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სტრუქტურული ერთეულები:

  • საქმისწარმოების სამმართველო.
  • საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველო.


საკონტაქტო ინფორმაცია:

მანანა ბეგიაშვილი
დეპარტამენტის უფროსი

ტელ: (+995 32) 2 405 831
ელ-ფოსტა: info@justice.gov.ge

მიმაგრებული დოკუმენტები