ცხელი ხაზი2 405 505

უახლესი ვიდეოები

16.04.2022
Share

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში დაიწყო

https%3A%2F%2Fjustice.gov.ge%2F%3Fm%3Darticles%26id%3DDQhe7FBKqo%26lang%3D1

რეფორმის პრეზენტაცია კახეთის რეგიონშისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლიღარიბაშვილმა და იუსტიციისმინისტრმა რატი ბრეგაძემგახსნეს. მთავრობის მეთაურმა აზომვითისამუშაოების დემონსტრაციაშიც მიიღო მონაწილეობადა უახლესი თაობისდრონის აპარატისა დაშესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით მიწისნაკვეთი აზომა.

საქართველოსპრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე მიწისსისტემური რეგისტრაციის რეფორმის მნიშვნელობაზეისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწის რესურსის 1/3 დღემდე არ არისრეგისტრირებული, რაც იმასნიშნავს, რომ მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთიგამოთიშულია ეკონომიკური ბრუნვიდან.

„ჩვენ ვაჩქარებთ მიწის სისტემურრეგისტრაციას მთელი ქვეყნისმასშტაბით. პროექტი განხორციელდება მთელისაქართველოს მასშტაბით. ეს მოიცავსქვეყნის 59 მუნიციპალიტეტს, ათასზე მეტ ადმინისტრაციულერთეულს და 4000-ზე მეტდასახლებას... მიწის სისტემურირეგისტრაცია არის სრულიადუფასო“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმადა მადლობა გადაუხადაიუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, პროექტის პარტნიორ მსოფლიო ბანკსდა პროექტში ჩართულპროფესიონალებს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიწაზესაკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტურუფლებას წარმოადგენს; მიწის სისტემურირეგისტრაციის პროექტი კი, ამუფლების რეალიზაციისათვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია:

„ამ პროექტის დასრულების შემდეგგაირკვევა, ვინ არისკონკრეტული ნაკვეთის მესაკუთრე ქვეყნისმთელ ტერიტორიაზე... პროექტიმიმდინარეობს გარკვეული გრაფიკით დადასრულდება 2024 წელს. ესნამდვილად ისტორიული მოვლენა იქნება, როდესაც 2024 წელს პრობლემები, რომლებიც გვაქვს დღეს, აღარიარსებებს“.

რატი ბრეგაძემ მხარდაჭერისათვის მადლობაგადაუხადა პრემიერ-მინისტრს, საქართველოსპარლამენტს და პროექტშიჩართულ თითოეულ თანამშრომელს, რომელთა შრომის გარეშე პროექტივერ განხორციელდებოდა.

პროექტის პრეზენტაცია საჯარო რეესტრისეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგთორთლაძემ გამართა. ღონისძიებაზე მიწისსისტემური რეგისტრაციისათვის განკუთვნილი ტექნიკაც იყოწარმოდგენილი. პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვისუწყებამ 174 მაღალი გამავლობის მანქანა, 233 GPS როვერი, 233 პლანშეტი შეიძინა. უახლესიტექნოლოგია და რეგისტრაციისელექტრონული პროცესი პრაქტიკულად გამორიცხავსმიწის ნაკვეთების გადაფარვასდა ცდომილებებს. რეფორმაშიუწყების 1000-ზე მეტითანამშრომელია ჩართული, პროექტის ჯამურიღირებულება კი, 120 მილიონ ლარსშეადგენს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებშისახელმწიფო მოქალაქეებს როგორც საკუთრებაშიან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულმიწის ნაკვეთებს ურეგისტრირებს. ყველა მომსახურება მესაკუთრეებსადგილზე, ოფისში მისვლის გარეშე, უფასოდ მიეწოდებათ.

ღონისძიებასაღმასრულებელი და საკანონმდებლოხელისუფლების წევრები, საერთაშორისო მისიებისადა დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენლები და მოწვეულისტუმრები დაესწრნენ.