ცხელი ხაზი2 405 505

სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები:

  • კანონის უზენაესობა.
  • ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა.
  • გამჭირვალობა.
  • პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
  • მოსამსახურის პატივისა და ღირსების დაცვა.
  • თანაზომიერება.
  • დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დაცვა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მეშვეობით.

სტრუქტურული ერთეულები:

  • ადმინისტრაციული დეპარტამენტი
  • ეკონომიკური დეპარტამენტი
  • მონიტორინგის დეპარტამენტი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი
  • მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი
  • სამედიცინო დეპარტამენტი
  • პენიტენციური დეპარტამენტი


გენერალური დირექტორი:

ნიკა ცხვარაშვილი


საკონტაქტო ინფორმაცია:

ცხელი ხაზი: 15 00

ელ-ფოსტა: info.sps@sps.gov.ge