ცხელი ხაზი2 405 505

უახლესი ვიდეოები

14.12.2021
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ვენეციაში გრძელდება. რატი ბრეგაძე აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ვენეციაში გრძელდება. რატი ბრეგაძე აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შეხვდა.

საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლის თებერვალში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი გაიმართება.

აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრთან რატი ბრეგაძემ სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრობაციისა და პენიტენციური სისტემების რეფორმას. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.