ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 07 იანვარი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

იუსტიციის მინისტრი მე-5, მე-6, მე-17, მე-16 და მე-12 პენიტენციურ დაწესებულებებს ესტუმრა და თითოეულ თანამშრომელს შობის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცა. რატი ბრეგაძემ თანამშრომლებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.


პენიტენციური დაწესებულებების ყველა მოქმედ ტაძარში საშობაო ლიტურგია აღევლინა.


იუსტიციის სამინისტრო გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.


სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა და ანდორის სამთავროს ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა მარკ როსელ სოლერმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული მმართველობის, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.

ხელმოწერის ღონისძიება დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას იუსტიციის სფეროში.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მრჩეველი ლევან კასრაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი სამირ აბდურაჰიმოვი და საელჩოს ატაშე როიალ ფაშაევი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.