ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 09 დეკემბერი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ICC-ს განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის საკითხში. მინისტრის თქმით, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევები საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების დაცვასა და ამ კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.

რატი ბრეგაძემ სილვია ფერნანდეს დე გურმენდთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ICC-ის დამფუძნებელი წევრი სასამართლოს აქტიური მხარდამჭერია. კერძოდ, ყოველთვის მონაწილეობს სესიებში, საერთო დებატებსა და დისკუსიებში. მიმდინარე წელსაც საქართველო აქტიურად იყო ჩართული ICC-ის ახალ მოსამართლეთა არჩევნებში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების ორდერების დროულად აღსასრულებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა წევრი სახელმწიფოების აქტიურ ჩართულობას ენიჭება.

შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულების მსჯავრდებულებს და თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად, №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებას ესტუმრა. იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და დაწესებულების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ანრი ოხანაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით იგეგმება მათ საჭიროებებზე მორგებული ახალი პროგრამების დანერგვა. ასევე, მან დაწესებულების თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

იუსტიციის მინისტრი №11 დაწესებულების ინფრასტრუქტურასაც გაეცნო, მათ შორის, დაათვალიერა განახლებული სპორტული მოედანი, სადაც არასრულწლოვანები ვარჯიშობენ და ჩართული არიან სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.