მოადგილე
ბექა ძამაშვილი
მოადგილე
განათლება:
2017 წელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის სადოქტორო პროგრამა, სამართლის დოქტორი.
2013 წელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო (კონსტიტუციური) სამართლის სამაგისტრო პროგრამა, სამართლის მაგისტრი.
2012 წელი - ლონდონის უნივერსიტეტის (Queen Mary University of London) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და სამხედრო კონფლიქტების სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LLM), სამართლის მაგისტრი.
2010 წელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, სამართლის ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება:
2021 წლიდან - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2016 - 2020 წლები - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.
2016 - 2020 წლები - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა საკითხებში მმართველი კომიტეტის (CDDH) წევრი.
2013 - 2016 წლები - ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI), ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის (GEC), ევროკავშირის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრისა (EMCDDA) და სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) საკონტაქტო პირი საქართველოში.
2015 - 2016 წლები - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი.
2013 - 2015 წლები - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2009 - 2011 წლები - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, იურისტი.
2008 - 2013 წლები - ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) გენერალური მდივანი და შემდეგ პრეზიდენტი საქართველოში.
აკადემიური საქმიანობა:
2012 წლიდან - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, პროფესორი.
2014 - 2020 წლები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი.
2018 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი.
2017 - 2020 წლები - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი.
2017 - 2018 წლები - კავკასიის უნივერსიტეტი, ლექტორი.
2011 - 2012 წლები - სამართლის ტრენერი ლონდონის შემდეგ სკოლებში: Mossbourne Community Academy, St Paul's Way Trust School, New VIC School of London.
- ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.