ცხელი ხაზი2 405 505
სამინისტროს შესახებ

სამინისტროს შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენელი რგოლია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ზრუნავს ეროვნული კანონმდებლობის განვითარებასა და სრულყოფაზე, ხელს უწყობს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და კანონიერების განმტკიცებას, ემსახურება საზოგადოებას.

იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროები

იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, სამართალშემოქმედებით საქმიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან. ამ კუთხით იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, დარგობრივ სამინისტროებთან, სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე, სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაცია

იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს სამართლებრივ ექსპერტიზას და მონაწილეობს ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში მიზნობრივ სფეროებში.

წარმომადგენლობითი ფუნქცია

იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს ეროვნულ სასამართლოებში, ასევე, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების არბიტრაჟებსა და სასამართლოებში.

ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაცია

უწყებათაშორისი კოორდინაცია არის ეფექტიანი მონაწილეობითი და საკონსულტაციო პროცესების გარანტი, ისევე, როგორც ჰარმონიზებული ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი.

მოქალაქეთა მომსახურება

იუსტიციის სამინისტრო მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს. ,,იუსტიციის სახლი" რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთ სივრცეში აერთიანებს. რაც მომხმარებლისთვის სერვისის მიღებისა და ინფორმაციასთან წვდომის სიმარტივეს უზრუნველყოფს.

ელექტრონული მმართველობა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ "ციფრული მმართელობის სააგენტოს" მთავარი მიზანი ელექტრონული მმართველობის განვითარებაა. ამავდროულად, სააგენტო მოწოდებულია, უზრუნველყოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება. სახელმწიფოს საქმიანობაში დანერგოს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექონოლოგიები და მათი საშუალებით ხელი შეუწყოს სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას.


დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრები

ანრი ოხანაშვილი 2024 წლის ნოემბრიდან - დღემდე.
რატი ბრეგაძე 2021-2024 წწ.
გოჩა ლორთქიფანიძე 2020 - 2021 წწ.
თეა წულუკიანი 2012- 2020 წწ.
ზურაბ ადეიშვილი 2003-2004; 2008 – 2012 წწ.
ნიკა გვარამია 2008 წ.
ეკა ტყეშელაშვილი 2007-2008 წწ.
გია ქავთარაძე 2005-2007 წწ.
გიორგი პაპუაშვილი 2004-2005 წწ.
როლანდ გილიგაშვილი 2001-2003 წწ.
მიხეილ სააკაშვილი 2000-2001 წწ.
ლადო ჭანტურია 1998-1999 წწ.
თედო ნინიძე 1993 – 1998 წწ.
კონსტანტინე კემულარია 1992-1993 წწ ; 2004-2005 წწ.
ჯონი ხეცურიანი 1990-1992 - 1999-2000 წწ.
ევგენი გეგეჭკორი 1921 წწ.
რაჟდენ არსენიძე 1919-1921 წწ.
შალვა ალექსი-მესხიშვილი 1918-1919 წწ.

მიმაგრებული დოკუმენტები