ცხელი ხაზი2 405 505

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისია

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დაცვის ხელშეწყობის, მათი ინტეგრაციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროში შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, შექმნილია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია), რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს.

კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. კომისიის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი.

კომისია აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, რომელიც მონაწილეობას იღებს კომისიის საქმიანობაში დამკვირვებლის სტატუსით. თანამშრომლობა ხორციელდება ჰუმანიტარული სამართლის პროგრამების ორგანიზებისა და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით.

ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. ეროვნული შეჯიბრი ყოველწლიურად ცხადდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალური გვერდის მეშვეობით

მიმაგრებული დოკუმენტები