ღონისძიებები

ორშაბათი, 10 ოქტომბერი, 2022

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება

იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

• სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
• ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
• სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს. პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 20 000 ლარს შეადგენს.
განაცხადების წარმოდგენა დღეიდან დაიწყო. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 ნოემბერი.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსი გასულ წელსაც ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ფარგლებში 14 პროექტი განხორციელდა.

საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა

ღონისძიებები

ოქტომბერი , 2023
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5