ღონისძიებები

ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2022

იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პრაქტიკული ასპექტები და, ამ კანონის თანახმად, 2 წლის განმავლობაში საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება – ეს ძირითადი საკითხები იყო იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ბიზნესასოციაციის მსჯელობის საგანი.

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე, რომლებმაც მეწარმეებთან ერთად დეტალურად განიხილეს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციასთან დაკავშირებული სიახლეები და იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული ბიზნესისთვის საინტერესო სხვა საკითხები.

„მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონში ასახულია ევროკავშირის დირექტივები და მრავალი საკითხი ახლებურადაა დარეგულირებული. საჯარო რეესტრში სამეწარმეო საკითხების რეგისტრაციის მიმართულებით ამ ახალ ნორმებზე მორგებული ერთგვაროვანი პრაქტიკა ყალიბდება. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს ახალი კანონის ნორმების ჯეროვნად აღსრულებაში.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მეწარმე სუბიექტებისთვის ახალი კანონით განსაზღვრული მომსახურება დანერგა; შემუშავდა და დამტკიცდა სამეწარმეო საზოგადოებების სტანდარტული წესდებები, რომლებიც ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის და ამარტივებს სარეგისტრაციო პროცესს; შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, სადაც ქვეყნდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო დოკუმენტები“, – აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა.

საჯარო რეესტრის თავმჯდომარესთან ერთად მან 2 წლის განმავლობაში საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„გავაცანით მეწარმეებს სტატისტიკაც და ვთხოვეთ მეტი აქტიურობა ხელახალი რეგისტრაციის დროულად განხორციელების მიზნით. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კი, თავის მხრივ, აქვს სრული მზაობა როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და ხელი შეუწყოს ბიზნესს სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელებაში“, – განმარტა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრის ბოლოს აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც მზად არის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოოს ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია სარეგისტრაციო მიმართულებით მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ  სტუდენტებს საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო

თორნიკე ჭეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიებისუნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ მათ სამინისტროს საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. სტუდენტები პროგრამის მიმართულებებით დაინტერესდნენ და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრებს თორნიკე ჭეიშვილთან ერთად იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა ბეგიაშვილიც ესწრებოდა.

იუსტიციისსამინისტროს საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:

სამინისტროსსისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვისხელშეწყობა;
ადამიანისუფლებათა დაცვის გაძლიერება;
სამართლებრივიუსაფრთხოების განმტკიცება.

საგრანტო კონკურსშიმონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა დაფიზიკურ პირებს. პროგრამისთვის განკუთვნილითანხა ნახევარი მილიონილარია, დაფინანსების მაქსიმალურიოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვისკი, 20 000 ლარს შეადგენს.

საბუთებისმიღების ბოლო ვადა 2022 წლის 24 ნოემბერია.

იუსტიციისსამინისტროს საგრანტო კონკურსი გასულწელსაც ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ფარგლებში 14 პროექტიგანხორციელდა.

საგრანტოპროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროსსისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისმონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქოინიციატივების მხარდაჭერაა.

საგრანტოგანაცხადიდა შესაბამისი დოკუმენტებიმიიღება მითითებულივადების გათვალისწინებით მხოლოდ ელექტრონულად ელექტრონულიფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] .

ღონისძიებები

ნოემბერი2022
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 1
  • 2
  • 3
  • 4