ღონისძიებები

ორშაბათი, 26 ივნისი, 2023

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 22 ივნისის №324 ბრძანებით, მიმდინარე წლის 31 ივლისიდან 19 აგვისტომდე ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება.

საკვალიფიკაციო გამოცდა იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი ზოგად უნარ-ჩვევებს მოიცავს (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები), მეორე კი − პროფესიულ ტესტირებას.

საბუთების მიღება წარმოებს 2023 წლის 26 ივნისიდან 2023 წლის 26 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge.

  • გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
  • CV;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე;
  • გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით (იხ. საბანკო რეკვიზიტები მიმაგრებულ დოკუმენტებში).


საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:


ა) „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 22 ივნისის №324 ბრძანება


ბ) „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანება

ღონისძიებები

ივნისი , 2024
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 1