თარიღი: 17.11.2022

თორნიკე ჭეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიები სუნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ მათ სამინისტროს საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. სტუდენტები პროგრამის მიმართულებებით დაინტერესდნენ და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრებს თორნიკე ჭეიშვილთან ერთად იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა ბეგიაშვილიც ესწრებოდა.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:

სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა დაფიზიკურ პირებს. პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონილარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 20 000 ლარს შეადგენს.

საბუთების მიღების ბოლო ვადა 2022 წლის 24 ნოემბერია.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსი გასულ წელსაც ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ფარგლებში 14 პროექტი განხორციელდა.

საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.

საგრანტო განაცხადიდა შესაბამისი დოკუმენტების მიიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით მხოლოდ ელექტრონულად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: grant@justice.gov.ge .