​რატი ბრეგაძე ახალ წელს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად შეხვდა

​იუსტიციის მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა - თამარ ტყეშელაშვილმა, ბექა ძამაშვილმა, და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა ახალი წლის დადგომა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აღნიშნეს.

ისინი 2022 წელს ქალაქ რუსთავში, გარე დაცვის თანამშრომლებსა და წვევამდელებთან ერთად შეხვდნენ, რომლებიც პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის ბაზაზე მსახურობენ. იუსტიციის მინისტრმა მათ ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული წელი უსურვა. იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს.

01.01.2022