თარიღი: 25.11.2021

იუსტიციის მინისტრის მოადგილე: „დემოკრატიის ვარიაციების“ კვლევის ინდიკატორები იმ რეფორმების ლოგიკური შედეგია, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ წლებში განხორციელდა“.

საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზეა საუბარი ანგარიშში, რომელიც ავტორიტეტულმა კვლევითმა ცენტრმა „დემოკრატიის ვარიაციებმა“ გამოაქვეყნა. საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი (2010-2020 წწ.) გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

„დემოკრატიის ვარიაციების“ კვლევა დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს პროგრესი ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგია:​

„ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევის მიერ გამოქვეყნდა მორიგი ანგარიში, რომელშიც საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზე. ანგარიშში მიმოხილულია ის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც საქართველოში განხორციელდა, მათ შორის, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის კუთხით. ეს შეეხება წამებისაგან თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, სხვა ფუნდამენტური უფლებების ძალიან მაღალი დაცვის სტანდარტის დამკვიდრებას. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის ინდიკატორები წარმოადგენს ლოგიკურ შედეგს იმ რეფორმებისა, რაც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა უკანასკნელი წლების განმავლობაში, აგრეთვე, საგულისხმოა, რომ არა მარტო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, არამედ ამ რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებათაც“.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მუშაობა ამ საკითხებზე გაგრძელდება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, კვლავ მიაღწიოს წარმატებას საერთაშორისო რეიტინგებში.

„დემოკრატიის ვარიაციების