თბილისის №1 საპყრობილეში ნარკოტიკის შეტანაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს

თარიღი: 28 ივლისი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილეში, დახურული ტიპის კორპუსში მყოფ ერთ-ერთ მსჯავრდებულთან მოკლევადიან პაემანზე მისული 25 წლის მარიამ გ. საპატიმროში ნარკოტიკის შეტანის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.
მარიამ გ.-ს ფეხსაცმლის წვერში, ცელოფანსა და ბამბაში გახვეული ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.
ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზე გაიგზავნა.
ამ ფაქტს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს.