გაიხსნა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის განახლებული ოფისი

თარიღი: 29 ივლისი 2005

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნის იუბილეს დაესწრენ. ამ დღესთან დაკავშირებით გაიხსნა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის განახლებული ოფისი. პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრმა კონსტანტინე კემულარიამ აღნიშნა, რომ სისტემაში მიმდინარეობს რეფორმა რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერი კეთდება.
"ადამიანს ერთი ცნობის აღებისათვის აღარ დასჭირდება რამდენიმე ინსტანციაში სიარული, რეფორმის შემდეგ საჯარო რეესტრში იმოქმედებს ერთი სარკმლის პრინციპი", - აღნიშნა კონსტანტინე კემულარიამ.
საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ "საჯარო რეესტრის სისტემის რეფორმირება სახელმწიფოს ანტიკორუფციული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ". მისი თქმით, ის თანამშრომლები, რომლებიც იმუშავებენ საჯარო რეესტრის სისტემაში მკაცრი კონკურსის საფუძველზე დაინიშნენ ვაკანტურ თანამდებობებზე.".