იუსტიციის სამინისტრომ გასცა ნებართვა რუსეთის შეიარაღების საქართველოდან გატანის თაობაზე

თარიღი: 29 ივლისი 2005

  იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის და ლიცენზირების დეპარტამენტმა გასცა ნებართვა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შეიარაღების საქართველოდან გატანის თაობაზე. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის და ლიცენზირების დეპარტამენტმა გასცა ნებართვა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შეიარაღების საქართველოდან გატანის თაობაზე. როგორგ პრესკონფერენციაზე აღნიშნა სახელმწიფო რეგისტრაციის და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსმა გია გოგობერიძემ, განცხადება ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების სარდლობის მიერ ნებართვის მისაღებად წარმოადგინეს იუსტიციის სამინისტროში 27 ივლისს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ.

გოგიბერიძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს, კანონის შესაბამისად აქვს ერთთვიანი ვადა შესაბამისი ნებართვის გასაცემად, თუმცა სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის და ლიცენზირების დეპარტამენტმა გასცა ნებართვა ერთი დღის ვადაში და 29 ივლისს ნებართვა ჩაბარდა . რუსეთის ჯარების წარმომადგენელს.
ნებართვის მისაღებად საჭირო იყო სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა გასატანი შეიარაღების ღირებულების 0,5 პროცენტის ოდენობის. 2004 წლის ბოლოს საქართველოს პარალამენტმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მიიღო ცვლილება "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" კანონში, რის საფუძველზე ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარები გათავისუფლდნენ მოსაკრებლის გადახდისაგან. გოგიბერიძის განცხადებით, "მოსაკრებლის გადაუხდელობა აღარ იყო ნებართვის გაცემის შემაფერხებელი პირობა".