ნარკოტიკული ნივთიერება ხაჭაპურში აღმოაჩინეს

თარიღი: 30 ივლისი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილის საამანათო განყოფილებაში საპყრობილის თანამშრომლებმა დააკავეს 20 წლის გელა პ.-შვილი, რომელიც ცდილობდა შეეგზავნა ძლიერ მოქმედი ნარკოტიკული ნივთიერენა "ბუფრენორფინი" საპყრობილეში მყოფ პატიმართან დავით ველთაურთან.
ამანათის შემოწმებისას, ნარკოტიკული ნივთიერება საპყრობილის თანამშრომლებმა ყველიან ხაჭაპურში აღმოაჩინეს.
იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა შეადგენს - 0,031 გრამს.