თბილისის №7 საპყრობილის დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდა

თარიღი: 01 აგვისტო 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №7 საპყრობილეში აღმოჩენილი დარღვევების გამო ამ საპყრობილის დირექტორის მოადგილე უსაფრთხოებისა და რეჟიმის დარგში გია მაჭარაშვილი და მორიგე ინსპექტორი გია ფანცულაია თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.
ამ საკადრო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ საპყრობილეში ჩატარებული მოულოდნელი ჩხრეკა, რომლის დროსაც ამოღებულია 10 ცალი მობილური ტელეფონი და სხვადასხვა სახის მჩხვლეტავი და ბასრი საგნები. გარდა ამისა, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ პატიმართა ნაწილი უმეთვალყურეოდ იყო მიტოვებული.
№7 საპყრობილეში ამჟამად 70-მდე პატიმარი იმყოფება.