რუსთავის №1 დაწესებულებიდან პატიმარი გაქცევას ცდილობდა

თარიღი: 01 აგვისტო 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის №1 დაწესებულებაში პატიმარი გიორგი ნიავაძე გაქცევის მცდელობისას დააკავეს. იგი გამთენიისას, დაახლოებით 03.00 საათზე აკრძალულ, ე.წ. საკვალე ზოლში გადახტა და მთავარი დამცავი კედლის მიმართულებით ფორთხვით მიდიოდა.
პატიმარი №7 საგუშაგოს გუშაგმა შენიშნა და გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთა, რის შემდეგაც გაქცევის მსურველმა მოძრაობა შეწყვიტა.
გიორგი ნიავაძე 22 წლისაა. იგი 2004 წელს ქურდობის ბრალდებით დააკავეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საპატიმროდან გაქცევის მცდელობის გამო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.