თბილისის №1 საპყრობილის საგუშაგოზე მომხდარი ინცინდენტის გამო გუშაგები სამსახურიდან გაათავისუფლეს

თარიღი: 02 აგვისტო 2005

  იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილის მე-12 დანაყოფის გუშაგი, სერჟანტი ბესიკ ენდელაძე სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესულების გამო, სისტემიდან დაითხოვეს. ამავე მოტივით თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მე-12 დანაყოფის მეთაური გელა გობიანიძე და ამავე დანაყოფის ყარაულის უფროსები - კახა კაპანაძე და მუხრან ფხალაძე.
ამის მიზეზი საპყრობილის საგუშაგოზე მომხდარი ინციდენტი გახდა, რა დროსაც ენდელაძემ, არაფხიზელ მდგომაროებაში მყოფმა, ერთ-ერთი საგუშაგოს შიდა კედლის მიმართულებით „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა სამსახურებრივი შემოწმება ჩაატარა, რის შემდეგაც დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ენდელაძის სისტემიდან დათხოვნის და გობიანიძის, ფხალაძისა და კაპანაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.