თბილისის №1 საპყრობილის კორპუსი, ე.წ. „კრიტი" გაჩხრიკეს

თარიღი: 04 აგვისტო 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობლის ერთ-ერთ კორპუსში, ე.წ. „კრიტში" დღეს ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით აკრძალული ნივთებია ამოღებული.
ჩხრეკა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების რაზმმა და სპეცდანაყოფმა განახორციელა. ოპერაციას, რომელშიც გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სასჯელაღსრულების დეპარტამერნტის თავმჯდომარე შოთა კოპაძე ხელმძღვანელობდა.
კორპუსში მყოფი 680 პატიმრისა და მათი საკნების ჩხრეკისას ნაპოვნია მობილური ტელეფონის 15 აპარატი, 30 ცალი ტელეფონის სამუხტი, 5 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი „ბრაგა", მაკრატლები, დანები, ფოტოაპარატი, სხვადასხვა სახის მჩხვლეტავი საგნები, 118 ლარი და 102 აშშ დოლარი. ჩხრეკა 4 აგვისტოს, დილის 10.00 საათზე დაიწყო და სამ საათში დასრულდა. ღონისძიებას ექსცესები არ მოჰყოლია.