65 წლის ქალბატონი პატიმარ შვილთან „მარიხუანას" შეტანისათვის დააკავეს

თარიღი: 16 აგვისტო 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის №8 დაწესებულების საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ზუგდიდში მცხოვრები, 65 წლის ნანული ბ.-ვა დააკავეს, რომელსაც საპატიმროში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შეტანის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ნანული ბ.-ვა დაწესებულებაში თავის შვილთან გიგა ბ.-ვასთან პაემანზე იყო მისული. მას ტანსაცმელში დამალული, ცელოფნის პარკში გახვეული ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუნა" და ფსიქოტროპული საშუალებები - 50 აბი „ფენაზეპამი" და 100 აბი „დიმედროლი" აღმოაჩნდა.
იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის რეგიონულმა სამსახურმა ამ ფაქტის გამოძიება დაიწყო.