სასამართლოდან №1 საპყრობილეში დაბრუნებულ პატიმარს ნარკოტიკი აღმოუჩინეს

თარიღი: 17 აგვისტო 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლო პროცესიდან დაბრუნებულ პატიმარ დიმიტრი მჭედლიშვილს ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა" აღმოუჩინეს.
გაზეთის ქაღალდში შეფუთული მომწვანო ფერის მცენარეული ნივთიერება დათვალიერების შედეგად, განსასჯელს მარჯვენა წინდის ყელში აღმოაჩნდა.
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონაცემებით, 26 წლის დიმიტრი მჭედლიშვილი დედოფლისწყაროს სასამართლოზეა რიცხული. მას ბრალად ედება ავტოსანტრასპორტო საშუალების გატაცება მისაკუთრების მიზნის გარეშე.
საქმეს იძიებს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი.