ქუთაისის ახალ საპყრობილეში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსის პირველი ეტაპი ხვალ დაიწყება

თარიღი: 17 აგვისტო 2005

ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ახალ საპყრობილეში მუშაობის მსურველთათვის გამოცხადებულ კონკურსის პირველი ეტაპი იუსტიციის სამინისტროში ხვალ დაიწყება.
პირველ ეტაპი ითვალისწინებს კონკურსანტთა შერჩევა წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით. შერჩეული კანდიდატები, მეორე ეტაპზე, საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებას გაივლიან.
საკონკურსო კომისიაში იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა გარდა, შედიან სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ უპრეცედენტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი დღემდე 550-მდე ადამიანმა გამოთქვა. ქუთაისის ახალ საპყრობილეში 300 ვაკანსიაა. აქ თანამშრომელთა საშუალო ხელფასი 400 ლარი იქნება.