სააღსრულებო დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად 33 კანდიდატი შერჩა

თარიღი: 17 აგვისტო 2005

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სააღსრულებო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, სხვადასხვა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატები შეარჩია.
საკონკურსო კომისია კანდიდატებს, მათი თანხმობის შემთხვევაში, თანამდებობაზე დასანიშნად იუსტიციის მინისტრს წარუდგენს.
სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე კონკურსი არ შედგა. თავჯდომარის პირველ მოადგილედ შერჩეულია სოლომონ ელისაბედაშვილი, ხოლო მოადგილედ გერმანე მაღლაკელიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს.
აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოებათა სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე შერჩეულია ზაზა ხურციძე, სტატისტიკის, ანალიზისა და საფინანსო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე იზა კვარაცხელია,
სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე შოთა ხარშილაძე.
კონკურსი 40 თანამდებობაზე იყო გამოცხადებული და მასში 120 კონკურსანტი მონაწიებდა. გასაუბრების შედეგად დასანიშნად 33 კანდიდატი შეირჩა. 7 კონკურსანტი იუსტიციის სამინისტროს საკადრო რეზერვში ჩაირიცხება.