იუსტიციის მინისტრმა წალენჯიხის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

თარიღი: 18 აგვისტო 2005

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა წალენჯიხის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ვახტანგ კვარაცხელია თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კვარაცხელიას გათავისუფლების მიზეზი სამსახურებრივი ინსტრუქციის დარღვევა გახდა, რომლის შედეგად არასრუწლოვან პირზე ყალბი პირადობის მოწმობა გაიცა.
თბილისის შს მთავარი სამმართველოდან იუსტიციის სამინისტროში სამსახურებრივი შემოწმებისათვის მასალები წლეულს ივნისში გაიგზავნა. საქმე ეხებოდა ქუთაისის საოლქო პროკურატურის მიერ ძებნილ ნუკრი დვალიშვილს, რომელსაც დაკავების შემდეგ პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა მახარე მანიას პირადობის მოწმობა და პასპორტი, სადაც მისი სურათი იყო ჩაკრული.
გენერალურმა ინსპექციამ გაარკვია, რომ პირადობის მოწმობა მახარე მანიას სახელზე წალენჯიხის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურმა გასცა. ინსტრუქციის შესაბამისად, 16-დან 18 წლამდე მოქალაქისათვის პირადობის მოწმობის გაცემის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც აიღებს პირად პასუხისმგებლობა მოწმობაში ჩასაკრავად განკუთვნილ ფოტოზე გამოსახული პირის იდენტურობაზე. ასეთი წარმომადგენელი დვალიშვილს არ ჰყოლია. გარდა ამისა, პირადობის მოწმობის მიღების მსურველს უნდა წარედგინა საცხოვრისის დამადასტურებელ დოკუმენტი ან საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა რეგისტრაციაზე, რაც კვარაცხელიას არ მოუთხოვია.
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმების მასალები თბილისის შს მთავარი სამმართველოში რეაგირებისათვის გადააგზავნა.